ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2017


ალისას და მალისას

...
აპრილიდან მაისამდე, დროა უკიდეგანო,
ჭადარიდან ჭადარამდე, მანძილია როგორიც.
მოუყვება ვერის აღმართს და თბილისურ ზეგანებს,
ალუბლების ყვავილიდან გაჩენილი გოგონა.

გოგო არის მზისგანა და
გოგო არის მთვარისა.
ალისას და მალისას და
მალისას და ალისას.

ალუბლები იხრებიან, ჯერ ყვავილით მწიფენი.
გაისად, თუ ვიყავი და თუ ცოცხალი ვიქენი,
ამ გოგონას, მე შევირთავ გაზაფხულზე ცოლადა.
უფრო გავაღიმილებ და გავხდი ერთსა ორადა.

აპრილია მოუყვება გოგო გზაზე თავდაღმა.
ბიბინებენ მისი თმები, როგორც კოჯრის მინდვრები.
ეს გოგონა, ტკბილი ძილით, დაიძინებს ამაღამ.
ამ ღამიდან, უეჭველად, უძინარი ვიქნები.

გოგო არის მზისგანა და
გოგო არის მთვარისა
ალისას და მალისას და
მალისას და ალისას.

აპრილიდან მაისამდე, დროა უკიდეგანო,
ჭადარიდან ჭადარამდე მანძილია როგორიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები