ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2017


არ მინდა ნერვები მოვიშალო

არ მინდა,  ნერვები  მოვიშალო,
არ  მინდა,  ვინმეს  გული ვატკინო.
დავდივარ ჩემთვის ორი შარვლით,
წყვილი ,,ადიდასის,,  ბოტასით
და  ვიცი  ჩემი მოსაჩრდილი,
და ვიცი  ჩემი ადგილი;
მანქანით მწვანეზე ვიდექი
და ქალმა მისიგნალა ამ დილით.
არ მინდა,  ნერვები  მოვიშალო,
არ მინდა,  შევიცვალო ჯავრისგან.
ყველას სიყვარული შემიძლია,
ყველას  მოფერებას  გავრისკავ.
გარეთ გამოვედი:
მზე და ნათელია,
ეს  დღეც  ნათელია ღამემდე.
ღმერთო,რა კარგია,
ისევ  ჯანმთელი  ვარ,
სანამ დახრჩობამდე  დავლევდე.
მივალ სამსახურში.
კარგათ, მეზობლებო!
უნდა  ვიყაყანო,ვიდავო.
ვიღაც  მეტოლება,
ვიღაც  მეზომება,
ჩვენც  შენს ქანდარაზე  გვინდაო.
მესმის რაც ამ ყურში-
უკვე მარაზმია,
ძნელი  სანახავი  თვალითაც;
ჩემი უბადრუკი მაღაზია
უნდა ვამუშავო  ღამითაც-
რადგან  გაიზარდა  უკვე  ოჯახი და
უფრო გამეზარდა  ხარჯებიც.
როგორც ჭიანჭველა,ისე  მოვჯახირობ,
მაგრამ მავანს  მაინც არ  სჯერა.
რა  ვქნა, ამ დღემ ისევ  ამაყეფა,
რაც არ მაბადია ,რა მოგცეთ.
ზოგჯერ დავიწყებულ ლექსებს გადავხედავ,
იქნებ გასაყიდად გამოვცე.
მუდამ  უნდა  მჯიჯგნონ  ჩემმა  ,,უარებმა,, ,
ვეღარ დავიძინო ღრმა ძილით.
ცხვირებს იგრძელებთ და
ჩემს და თქვენ შორისაც
დაგრძელებულია მანძილი.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები