ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნუგუნა
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2017


ზღვის ნაპირს ამ ნამყოფ ქვიშებზე

ზღვის ნაპირს ამ ნამყოფ ქვიშებზე,
შენზე ფიქრები მეტი არს.
მარტო ვარ, ვფიქრობ და შევეშვი
ქუჩებში უმიზნო ხეტიალს.

ღამეთა თენებას შევეშვი,
აღარ მაქვს წუთების შეგრძნება.
ეს ჩემი სული და ნერვები
დარდებით, სევდებით ვერ ძღება.

ლურჯ ცაზე ნაბადრი მთვარეა,
ვარსკვლავნიც აქა-იქ აენთნენ
ცხოვრებავ, უიღბლო ცხოვრებავ
ისევ ჩემ დაცინვით გაერთე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები