ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ალექსანდრე-56
ჟანრი: თარგმანი
15 ივნისი, 2017


ალექსანდრ ბლოკი

„ზაფხუის საღამო“

მზემ ჩამავალმა უკანასკნელად
მოჰფინა ჭვავის ყანას სხივები.
ვარდისფრად მოჩანს ბალახიც ველად
სათიბებს შუა ნალივლივები.

არსად ქრის სიო, არ გალობს ჩიტი,
წითელი მთვარე დასცქერის ჭალებს...
რადგან ჩამოწვა სამკალში ბინდი,
შეუწყვეტიათ სიმღერა ქალებს.

გადაივიწყე, თუ დარდობ რამეს
და გააქროლე უმიზნოდ ცხენი,
რომ შეაგებო მთვარეს და ღამეს
ნისლების წიაღ ფიქრები შენი.


А. А. Блок
Летний вечер

Последние  лучи  заката
Лежат  на  поле  сжатой  ржи.
Дремотой  розовой  объята
Трава некошеной межи.

Ни ветерка, ни крика птицы,
Над рощей - красный диск луны,
И замирает песня жницы
Среди вечерней тишины.

Забудь заботы и печали,
Умчись без цели на коне
В туман и в луговые дали,
Навстречу ночи и луне!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები