ნაწარმოებები



ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2017


ხმაურიანი სიჩუმე

მივდევთ ხიდებსა და ბეწვისხიდებს,
ვრისკავთ, რაც არ მოგვეცეს, ის გვინდა!
ქარში ხელებს იქნევს მეწისქვილე,
სრულად გახევებულ წისქვილთან.

გზებსაც უფსკრულები შეზაფრავენ,
რაღაც დასრულდა და ჩაფლავდა.
ხმაურობს,
ხმაურობს მესაფლავე
ამდენ დადუმებულ საფლავთან.

ღრუბლის მზემოკლებულ
ცის სულებში,
ვეძებთ გალაქტიკის ნარატივს,
ასეთ ხმაურიან სიჩუმეში,
სუნთქვაშეკავებულ სიჩუმეში,
შენ ხარ ამოსუნთქვის გარანტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები