ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2017


  ჩამოტვირთვა

" თვალებს თვალები ენანება "

ღამე გაიტაცეს მერანებმა
და ცამ სანახევროდ აიწია.
" თვალებს თვალები ენანება "
მაგრამ წამწამებმა რა იციან.

გულებმა ალერსი ვერ მოზომეს
არ ყოფნით ფერები შესაფერი.
თვალებით თვალებში შემოძრომებს
უშველის ამაღამ ვერაფერი.

სულსაც გაჩერება ეძნელება
ღამე გაიტაცეს მერანებმა.
ქრობით დაავადნენ შეგრძნებები
" თვალებს თვალები ენანება "

ზუსტი წინაღობით გეღობები
ყველა გრძედებით და განედებით.
უკან მოგრჩებიან მეგობრები
ტრფიალით მოსულს დანებდები...

ნაღველს, ჩემი შავი თვალებიდან,
სხეული ჯერ კიდევ ბურანია.
ცრემლები უკრავენ წვალებით და
შენს თვალებს თვალები უნანია.

მტვერი თვალებიდან გამოვგავე
ჩვენი სინამდვილის საპატრონოდ.
მზერა გუთანივით გამოგაბი
რომ არ ჩაგეძინოთ ქალბატონო.

ღამე გაიტაცეს მერანებმა
და ცამ თითისწვერზე აიწია.
" შენს თვალებს თვალები ენანება "
მაგრამ წამწამებმა რა იციან.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2017 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები