ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ივნისი, 2017


წითელი დღეებიდან

წევხარ და ჭერში მის ნაწილებს აწყობ-
თითქოს ბავშვივით უცოდველი ხარ,
თითქოს სიკვდილი ვინმესთვის თამაში ყოფილიყოს . .
შენ ჭრილობები არ გქონია.
არაფერი გტკენია.
ახლა ბევრად უკეთ ხარ,
უფრო მსუბუქად,
უფრო მშვიდად,
აუღელვებლად. .
(ზაფხულია..
ქარი ჩადგა,
ზღვაც აღარ ბორგავს.
გეგონება-
ჩაეძინაო ზამთარგამოვლილს)
არ გქონია მეთქი ჭრილობები.
მასეთებიც მინახავს.
ვისაც ეტკინა,
ვისაც დანა პირს არ უხსნიდა-
ვერ ახდენილი ოცნება რომ მარილად ეყრებოდა
მტკივან ხორცებზე..
ვინც საკუთარი უბედური თავი გამოიტირა
და ვერამღერებული იავნანა
ყელში ეჩხირება-
ბურთივით.
(ვერ გავაჩინე,
ვერ გავზარდეო.
ვერ ითამაშა ეზოში ბურთით-
საქანელასაც ჯაჭვები გაუწყალდა)
იქნებ დაიხრჩოს მაინც,
იქნებ აღარ გათენდეს მაინც,
ღამეები ყულფებია-
მაგრამ არ კვდება. .
ერთ დღეს ადგება
და წავა.
საკუთარი ხელით ამოითხრის ოთახში გამდგარ ფესვებს
გადარგავს სადმე,
შორეულ ქვეყანაში..
სადაც მის შვილს არ უნდა ერბინა,
სადაც ქუჩები არაფერს ახსენებენ,
სადაც არ უოცნებია..
შენ კი იწვები უდარდელად,
რადგან არ გქონია ჭრილობები,
არაფერი გტკენია. .
და ჭერში მის სისხლიან ნაწილებს დააწყობ
და აწყობამდე ყოველთვის ჩაგეძინება,
იქამდე ჩაგეძინება-
სანამ მის ხმას გაიგონებ. .
ვლოცულობ მათთვის,
ვინც საკუთარი ოცნებები გამოიტირა,
რომელთაც ვერ იყვავილეს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები