ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2017


მოგონებით სველი ჩემოდანი

ჩემს ძველ ალბომში მოგონება მიმობნეულა,
გიახლოვდები ნაბიჯ-ნაბიჯ, კი არ ვბერდები...
ჰო, ახლა ვხვდები, მიწის ენას ყურშეჩვეულმა,
რატომ არჩიე დედა-ქალაქს, სოფლის ბერ-დედა...
სულ იქ მგონიხარ, ოდა სახლის იმ გრილ პალატში,
ბუხრის თავიდან ისევ მიმზერს შენი სათვალე.
როგორ ჰგავხარო ხასიათით დღესაც მამაშენს,
იტყვის დედა და თვალზე ცრემლი სათქმელს ამთავრებს.
შენს გულზე წოლა ენატრება კატას, სამფეხას,
ჰო, ალბათ ახსოვს მოტეხილ ფეხს როგორ უხვევდი.
ქოთნის ლობიოს ისევ მიზელს შენი ლაფერთხა,
არყის ჭიქასაც ენატრება გადახუხვები...
როგორ უვლიდი მარტოკაცი ყველა სულიერს,
ბალიშამდე კი შენს ბადიშებს ჩუმად ელოდი.
ამ ეზოკარში ბალახს ყირა გადაუვლია,
ვდგავარ ჭიშკართან მოგონებით სველი ჩემოდნით...
16.06.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები