ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
17 ივნისი, 2017


ა. ბლოკი - ზაფხულის საღამო

სხივები კონავს უკანასკნელი
ველზე დაწოლილ თავთავს და მანდვე
თვლემის მორევი ნთქავს ვარდისფერი
უთიბავ ბალახს, გზას რომ თან გასდევს.

არც ქარი ყოჩობს, არ სტვენს ჩიტიც კი,
ჭალას დასცქერის წითელი მთვარე...
მომკელი ქალის სიმღერას იმკის
ქვეყნიერების ბინდში სიწყნარე.

მწუხარება და დარდი ივიწყე,
ცხენიც, უმიზნოდ აჭენე ლამის,
მინდვრებზე ნაჩენ ნისლეულს მიჰყევ
შესაგებებლად ღამის და მთვარის!



А. А. Блок /*

Летний вечер

Последние лучи заката
Лежат на поле сжатой ржи.
Дремотой розовой объята
Трава некошеной межи.

Ни ветерка, ни крика птицы,
Над рощей - красный диск луны,
И замирает песня жницы
Среди вечерней тишины.

Забудь заботы и печали,
Умчись без цели на коне
В туман и в луговые дали,
Навстречу ночи и луне!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები