ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
18 ივნისი, 2017


ვიოლინოს სულის გასაღები

  სათუთი ხელით მოქნილი ხემი შეირხა ფეთქვად და აიტოტა დუმილის ქარში ვიოლინოთა მიმწუხრისთ მარში და ჯადოქრობდა ვიოლინო სიქალწულეში მიბნედილ ხმაში.
  იძირებოდა მზერა და ხატი. იძირებოდა...
  სამყაროს უკვე განაგებდა მუსიკის ღმერთი და სამყაროს ნივთიერ სულში ბგერადობის ჰარმონიად იმზირებოდა.
  და თავადვე ღმერთს თავის თავში შობდა ვიოლინოს თეთრი ჯადოქარი. ის უკრავდა, არ მდუმარებდა სული და იდუმალის წამი იდგა დიადად სრული და ბოგინობდა სიოს მკრთალი სიამის ფეთქვად სიყვარულის ზღვა, თავგასული და რეალობის ზღვარგადასული.
  ის უკრავდა, მიმოიქროდა სიმებზე ხემი და სათუთი ხელით - სული ვით ხმაში - ოთახის ჩაკეტილ სიმეტრიას ჰარმონიის უსაზომობის ამოდ ათოვდა.
  უეცრად შედგა. გამდუმარებით დაეშვა ხემი.
  შეტოკდა ხელი, განემხო და განეტოტა ლაბირინთთა ძეწნად ნათვალებს.
  თვალები ითხოვდა შველას, მზერა დაეძებდა სულის დიად მზეთა უცხო აღმაფრენას და ჰმზერდა, ხმათა დამდუმართა და მზერათა ზიარებად სძიებდა.
  რას? არ იცოდა; არ სურდა და არ ახსოვდა. არ იყო ზიარი ბედისწერას და უბრალოდ, სძიებდა.
  სულს სურდა.
  და აღსრულდა.
  მარის მზერა (მევიოლინეს მარი ერქვა) ლარნაკში ჩადებულ მინდვრის ყვავილების თაიგულს აეფერა. მიხვდა - მათ ეძებდა, სწორედ მათ და მათში სურდა სულის დაურვება. ჰმზერდა და ჰგიებდა და დუმილად მქუხარებდა ფერთა და სახებათა და ხატადსახიერთა ყრუ მზემარება... ფერად ჩასახული ბგერა; ანაღელვები და მისით ანამკობი მზერა.
  ლამაზი იყო მინდვრის ყვავილების თაიგული და მარი - ბგერად ჰარმონიის სულთა დედოფალი ფერთა ფეერიულ მღელვარების ზენარს უღიმოდა. ყვავილებმაც სცადეს გაღიმება, მაგრამ ამაოდ; ამაოდ, რადგან... მათ ბაგეებს მწუხარების სევდა შეეფეთა - ერთი გვირილა დამჭკნარიყო და გარდაცვლილიყო.
  სიკვდილად სდევდა სიმწუხარის ყარყუმი ფერი თაიგულთა ყრუ მრუმარებას.
  დამდუმარ კივილად მოვარდა ტკივილი. სულში ჟღრიალით ჩაწყდა სიმი და მიიმქვრა სხივი - სულისა ზნესრულისა და ნეტარითა გასუდრულისაი.
  შეაკრთო მარის ფაქიზი სული სიკვდილის მზეთა უგულო ფეთქვამ...
  წამი დადგა წარღუმი, კრული.
  ტკივილად ჰკიოდა სიცოცხლის ფერი და სდუმდა ბგერა სიმწუხარედ გადანაფერი.
  და... ფერი. ფერი. მდუმარების უხილვად ფერში...
  მიმოსაამოდ ნათელი იშვა რაღაც მიმკრთალი
  ქალღმერთებისა მოციაგე როგორც სანთელით
  და აღიღი ხელი, ვითარცა ხმელის უდაბნოისა მწვანეითი მომწყველი ნება ღმერთებისა სიცოცხლის მშველი.
  სულმა განიცადა მიმწუხრი სიკვდილისა ერთი გვირილისა სულის და ნება განემხო წარმართთა მისტიკად ბგერათა ვნების.
  ... აღიღო ხელი.
  ხემი დაეფერდა სიმთა მკივანებას სიკვდილ-სიცოცხლისა მკველი.
  თვალი მოეხუჭა და მარებდა სული; მიმოიქროდა ხელი და იკვრებოდა ბგერათა ჰარმონიით მისტიური მუსიკის ღვთიურობა ფეერიულ სიცოცხლის მშველი.
  და დანებდა ღმერთი ნებას.
  წამი დადგა წარმართად ვნების.
  მევიოლინე თავად შობდა მისივე სულით სიცოცხლის ღმერთებს.
  ... და ამ წამის შენდობით შედგა და დუმილი ვედრებად შესთქვა. ღმერთს, ღმერთს შესთქვა და ღმერთმა შესთქვა - ვედრებად!
  ცრემლები უმკობდა თვალთა. არ უკრავდა; აღარ. თითქმის არც სუნთქავდა. თითქმის არ იძვროდა წამიც.
  გავიდა კიდევ წამი.
  და ცრემლთა ნამით ნელად აღახილა თვალი.
  და ღიმილი მიეგება მზერას. მიეახლა ველთა ფერებად თაიგულის თვალთა მშვენება.
  უღიმოდა მარის მინდვრის ყვავილების თაიგული. ის ერთი გვირილაც, ისიც უღიმოდა და იყო მშვენი და სითეთრე მზეობდა სისპეტაკედ გაშლილი ველის.
  გვირილის მშვენებად მობრუნდა სიცოცხლე სიცოცხლის მშველი და შორით განერიდა სიკვდილის ფერი.
  გაცოცხლდა ყვავილი.
  მშვენად განერინა ბაგენიც მარის და აემკო სიმშვიდედ სამყაროს ღიმილი. სული უღიმოდა მარის.
  ვიოლინო იქვე იდო და გულზე დაეკრიფა ხემი.
  და მზე - თავსგასული - ოთახში ისევ მზისდარად იდგა და მზეობდა თეთრი მზერით თეთრი ასული, როგორც აწმყო, მომავალი და მთელი წარსული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები