ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
17 ივნისი, 2017


Александр Блок - Летний вечер

ალექსანდრე ბლოკი - ზაფხულის საღამო

ბოლო სხივებით დაფერა მწუხრმა
ახლადმომკილი ჭვავის მინდორი,
ვარდისფერ თვლემით გარემოცულა
ბალახბულახი უთიბ სინორის.

ჩიტი არ ჟივის, არ იძვრის ქარი,
წითელი მთვარე დაჰნათის კორომს,
შეწყდა სიმღერა მომკელი ქალის
და დაადუმა ბინდბუნდმა ქოროც.

გადაივიწყე დარდი, ხლაფორთი,
უმისამართოდ აჭენე რაში,
გაშორდი ბურუსს, ველსაც გაშორდი,
შესაგებებლად ღამის და მთვარის!

17 ივნისი, 2017 წ.



Александр Блок - Летний вечер

Последние лучи заката
Лежат на поле сжатой ржи.
Дремотой розовой объята
Трава некошеной межи.

Ни ветерка, ни крика птицы,
Над рощей - красный диск луны,
И замирает песня жницы
Среди вечерней тишины.

Забудь заботы и печали,
Умчись без цели на коне
В туман и в луговые дали,
Навстречу ночи и луне!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები