ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნიკოლავა
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2017


მარო

ჟანრი:  პროზა
სათაური:
მარო
ნაწარმოები:

წითელ პომადას ისვამდა,  კბილებიც პომადით ჰქონდა დათხაპნილი, ფრჩხილზე წითელი ლაქი ესვა, უკვე კაი ხნის გადაცლილი და ჭუჭყიანი. სტაფილოსფრად შეღებილი, მოკლედ შეჭრილი “ბიგუდებით” დახვეული ჟღალი თმა. ფეხზე მაღალქუსლიანი, ქუსლებზე კანგადაქერცლილი ზაფხულის მწვანე ფეხსაცმელი. თეთრი ტონალურით  გადალესილი სახის  კანი, ტანზე ნაქსოვი ზედატანი და “კლიოშის” კაბა. გადაპრანჭული, ვულგარული, ტიპიური შინაბერა, ჭარბი კოსმეტიკითა და მძაფრი, მძაღე  სუნამოს სურნელით.  ასეთი იყო მარო, ან მარო მამი, როგორც დედა ეძახდა. სამოც წელს გადაცილებული ქალი. ყოველ დილით სოფლის შარაზე იდგა ყვითელი, კოლმეურნეებით სავსე ავტობუსის მომლოდინე. რაიონულ ცენტრში მუშაობდა მარო პატარა ბიბლიოთეკაში და დღის უმეტეს ნაწილს, როგორც დედა ამბობდა, ოთახის ყვავილების მოვლაში ატარებდა.
- ალბათ ამიტომაც აქვს ფრჩხილზე ლაკი მუდამ შემოცლილი, ფრჩხილქვეშ ჭუჭყი კი მიწის გაფხვიერებისგან უგროვდება. საღამოს სახლში დაბრუნებული კი ალბათ ბოსტანს უვლის. ხმამაღლა ვფიქრობდი ხოლმე მაროზე.
- კი აბა, თავს შეიწუხებს ბოსტნის მოვლით, მპასუხობდა დედა. ისე, მეტი საფიქრალი არ გაქვს, რომ მაროს ფრჩხილებზე არ იფიქრო?
- შვილები არ ჰყავს? მაროზე ფიქრს ჯიუტად ვერ ვეშვებოდი.
- შვილები არა ისა.
დედა სულ ასე უხეშად მიშორებდა, როდესაც მაროზე ვეკითხებოდი.
- რამხელა გაზრდილა შენი გოგო - თავზე ხელს მისმევს და პომადით დათხუპნული კბილებით მიცინის მარო. მაროსნაირებზე სულ მუდამ ჭორაობენ ხოლმე სოფლის დედაკაცები - გასათხოვარი დარჩა - ესე იგი, მიქარა რაღაც ახალგაზრდობაში. პომადას ეშმაკის ატრიბუტად მიიჩნევენ. მძაფრ სუნამოს - მამაკაცების საცდუნებლად დასაპკურებელ ჯადო-ხსნარს.
მაროს ძმისშვილი ჰყავდა - ნათ ელ ა. ავტობუსის მძღოლებს უხაროდათ მისი ამოსვლა ავტობუსში, “პეპელა” შეარქვეს გოგოს. აშრიალდებოდა ყვავილებიანი ჩითის კაბით და ეგრევე მძღოლს მიუსკუპდებოდა გვერდით. “საით გაგიწევია პეპელააააა“.......გასძახებდა გოგოს მძღოლი.
- რა შენი საქმეა, მეტიჩრულად მიუგებდა პეპელა და ჩამოვარდნილ თმის კულულს ყურს უკან გადაიწევდა. ეკეკუკლეცებოდა სიცხით გათანგულ მამაკაცებს ნათელა, მათაც სიამოვნებდა მისი ყურადღება. ერთი-ორჯერ კინაღამ ხევში გადაგვჩეხა მძღოლმა ნათელას ყურებაში. ერთხელაც  გავიგე,  პეპელა გათხოვდაო, თანაც კარგ ბიჭს გაყვაო, ხელმარჯვე ოსტატიაო. მალადეც პეპელა, აცდა მამიდამისის ბედი.  ჩაილაპარაკა დედამ და წიწმატის ქორფა ფოთოლს, თავხედურად გვერდზე მიტმასნული სარეველა შემოაცალა.

აფხაზეთის ომმა, სოფლის მტვრიანი, ხრეშიანი შარაგზაც და ძველ  ი ავტობუსიც შთანთქა. შთანთქა მარო მამიცა და მისი მრავალრიცხოვანი ძმისშვილების არმიაც. ყველა სადღაც გაიფანტა. მე და დედა უკვე დიდი ხანია თბილისში ვცხოვრობდით. ყოფილ მეზობლებთან კონტაქტი ომის მერე არ გვქონია. ყველა სადღაც გაიფანტა.
ერთ დღეს, დედა ბაზრიდან დაბრუნდა. ოთახში შემოვიდა და სკამზე მძიმედ დაეშვა.
- ხომ იცი შენ, სოფელში მარო და მისი რძალი რომ დარჩნენ ომის შემდეგ მარტოდმარტო?
- რას ქვია დარჩნენ, ეგენი არ წამოსულან იქიდან?
- არა, ვერ მიატოვეს მშობლიური კერა.
- კი მაგრამ, ძმისშვილებმა როგორ დატოვეს ეს მოხუცები მარტო?…
- კარგი რა, ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს ხომ იცი, თან თუ გაქხსოვს შენ, ომამდე ცოტა ხნით ადრე მარო კიბიდან ჩამოვარდა და თეძო მოიტეხა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. მაროს გამოყვანა კი არა, პატარა ბავშვები ძლივს გამოიყვანეს იქიდან. ჰოდა....ვიღაც ნაძირლებს ჩაუცხრილიათ საკუთარ საწოლში რძალ-მული. ნეტავ რას ერჩოდნენ. მერე მეზობელ სომხებს უპოვნიათ დიდი ხნის გარდაცვლილები და იქვე ეზოში დაუმარხავთ დიდი ხე რომ იდგა იმის ძირას.
ყელში ბურთი მომებჯინა, ძლივს მოვიკრიბე ძალა გადამეყლაპა. საცოდავი მარო.....ისე ჩუმად წამომცდა, რომ საკუთ არი ხმაც კი ვერ გავიგე. თვალწინ დამიდგა პომადით მოთხუპნული კბილებით მოცინარი. დედას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მას მერე მარო არც ერთს გვიხსენებია, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა. რა ვიცოდი მაშინ, რომ დედა მასზე ყოველ დღე ფიქრობდა, ფიქრობდა რადგანაც მისმა ბავშვობსი შეცდომამ.....მაროს ბედი თავიდან-ბოლომდე გადაატრიალა. გარდაცვალების წინ მომიყვა დედა  ამაზე. საკუთარ თავს ვერ პატიობდა ბავშვობაში დაშვებულ შეცდომას, ეშინოდა ღმერთი არ შემინდობსო. Mმარომ თუ შეუნდო ნეტავ? ალბათ კი, აბა სხვაგვარად ასე თბილად არ მოიკითხავდა, ან იქნებ თვალთმაქცობდა როდესაც თბილად მომიკითხავდა ხოლმე. ან იქნებ.....სულაც ეკიდა.
1942 წელი.
სოფელ “ზ-შ” – ში ადგილობრივებმა იმარჯვეს და ახალი ხის სკოლა ააშენეს. Pპატარა იყო, მაგრამ არც სოფელიც იყო დიდი და იქაურ ბავშვებს ჰყოფნიდათ. სოფლისMმასწავლბლებიც ახალგაზრდები დანიშნეს და დირექტორიც. ყველასაგან გამორჩეული მაინც მარო მასწავლებელი იყო, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ბავშვებს. მარო მასწავლებელი მხოლოდ 20 წლის იყო მისი სკოლის კარებში გამოჩენა წამით ავიწყდებდა ყველას ომის გუგუნს.
ლამაზ ქალზე ყოველთვის ჭორაობენ სოფელში, სულის ამოხდამდე ჭორავენ, სანამ გათხოვდება. უამუსოდ აფათურებენ ხეწლეფეს მის სულში. ვერ პატიობენ ლამაზ ჩამოქნილ ფეხებსა და მზესთან მოთამაშე დალალებს. ურცხვია, ურცხვი, დანაშაულია ასეთი ლამაზი რომ არის. სილამაზეს ვერ პატიობს სოფელი ადამიანს. არ უყვართ ასეთები სოფლელებს. ლამაზ კაბიანები და სუნამოშეფრქვეულები. თან ახლა ომის დროს ასეთი ქალობა -  უნამუსობაა.
სკოლაში ყველა ქალია, დარაჯიც კი. დირექტორია მარტო მამაკაცი. ახალგაზრდა, მამაკაცისთვის ზედმეტად ლამაზი პირის სახისა და ძალიან გამხდარი.  თანდაყოლილი კოჭლობის გამო ჯარში არ წაიყვანეს და არც  ომში წასულა. მშობლებმა პედაგოგიურ სასწავლებელში გაუშვეს. რადგანაც ლამის ერთადერთი მამაკაცი იყო რაიონში და ისიც პედაგოგი, ამიტომაც აირჩიეს სკოლის დირექტორად. ცოტა მორცხვია, ლოყები სულ პატარა აღელვებაზეც კი უწითლდება. მიუხედავად პატარა ასაკისა დაქორწინებაც მოასწრო და მცირეწლოვანი ბალღები ახვევია გარს. ცოლი ისეთი ჰყავს, სოფელში რომ მოსწონთ - მხარბეჭიანი და მშრომელი. პირქუში სახის, გადაბმული წარბებითა და ქორისებრი მზერით. ცალ გვერდზე ბალღს მოიგდებს, მეორეზე ფუთ სიმინდს. გაურიგეს პარმენს ეს ქალი. სუსტი კაცი ხარ, ფიზიკური შრომისთვის ვერ გამოდგებიო, ასეთი ცოლი კი კერიას არ გაგიცივებსდა ლოგინსო ურჩია მაჭანკალმა და მის პასუხს არც დალდებია, თვის ბოლს ქორწილი დააგუგუნეს. 9 თვესი კი ტყუპი აჩუქა პარმენს ნაზიბროლამ.
დასვამს საღამოს პარმენი ნაზიბროლას ბუხრის წინ, მიუჯდება გვერდით, ტანზე თბილ ჯვალოს მოასხამს, დაკოჟრილ თითებს თავის სუსტსა და თლილ თითებში მოიმწყვდევს და ცდილობს პირქუში მზერა გაუთბოს, შეკრული წარბები გაუშალოს. რაღაცნაირად დამნაშავედ გრძნობს თავს მის წინაშე, უნამუსობაა მამაკაცისთვის ასეთი ნატიფი სულის ქონა, მით უმეტეს, ნაზიბროლას წინაშე. უკითხავს ლექსებსა და გასაოცარ ამბებს უყვება უცხო ქვეყნებზე. ნაზიბროლას კი ეს სულაც არ აინტერესებს, სიმინდის მარაგი ელევა, ოჯახს შომშილი ემუქრება, რა ქნას როგორ გადაატანინოს ზამთარი ოჯახს. პარმენს მაიც შეეძლოს მასთან ერთად ყანაში მუშაობა, უფრ მეტ მოსავალს მოიწევდნენ და საფიქრალი არ ექნებოდათ თუ რა ეჭამათ. რაში არგია მისი ნასწავლობა და დახვეწილი მანერები. კი ბატონო, კარგია როდესაც შენს ქმარს ყველა პატივისცემით ესალმება, მაგრამ პატივისცემას ვერ აჭმევ ბალღებს და პატივისცემით ვერ გათბები.
იმ დღეს დედა ჩვეულებრისამებრ სისხამ დილით გავიდა სახლიდან, სკოლისაკენ. რამოდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული რომ  უკნიდან მარო მასწავლებლის ხმა მოესმა:
- მაგდა, დაიცადე.
დედა შედგა.
- მოდი აქ. მარომ ჩანთიდან სამკუთხად გადაკეცილი წერილი ამოიღო და დედას ხლში ჩაუდო.
- ჭკვიანი გოგო ხარ. გთხოვ, როგორც კი სკოლაში მიხვალ, პარმენ მასწავლებელს გადაეცი ეს წერილი. არავის უთხრა ამის შესახებ. დღეს შეუძლოდ ვარ, სკოლაში ვერ მივალ. 
მაროს სახეზე ფერი არ ედო, თვალები შიშისაგან გაფართოებული ჰქონდა.
დედამ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო, რომ მარო მოჩვენებასავით გაუჩინარდა. დედა ძაღლის ყეფამ გამოაფხიზლა და გზა განაგრძო, შორიახლოს თანაკლასელი და ახლო მეგობარი ლამარა ელოდებოდა. თითქმის ნახევარი გზა ისე გაიარეს, რომ დედას ხმა არ ამოუღია. კაბის უბეში ოთხკუთხედად დაკეცილი წერილს ჰქონდა ჩადებული, რომელიც გულს უფორიაქებდა.
- ჰა, თქვი რამე, გძინავს არა შე ძილისგუდავ?
- მძინავს არა ისა.
- რა გჭირს, რამ დაგამუნჯა ადამიანო...
ლამარა და დედა ერთად გაიზარდნენ, ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ ლამარა მისთვის დედაზე ახლობელი იყო. ობოლი ძმისშვილების გაზრდაში ეხმარებოდა დედას და მჭადსაც უტეხავდა. როდესაც დედას რამე აწუხებდა აუცილებლად უყვებოდა ლამარას და მისთვის რამის დამალვა ერთგვარ დანაშაულადაც კი მიაჩნდა.
უსასრულოდ გრძელი მოეჩვენა დედას სკოლისაკენ მიმავალი გზა. რა უნდა იყოს ამ წერილშიისეტი, რომ ლამარას დაუმალოს? ალბათ აფრთხილებს, რომ ავად არის და რამოდენიმე დღის მანძილზე გაკვეთილებს ვერ ცაატარებს.
- ლამრო,
- რა იყო.
- დილით სახლის ჭიშკართან მარო მასწავლებელი დამხვდა.
- რა უნდოდა.
- პარმენტან წერილი გამომატანა და დღეს სკოლაში ვერ მოვალო მითხრა.
ამის გაგონებაზე ლამარა წი გადაუდგა და დედას ჩანტაზე დაეჯაჯგურა:
- მოიტა წერილი.
- რად გინდა? სახეზე ფერი არ ადევს, ეტყობა რომ ავადაა. ვერ ივლის სკოლაში და ხომ უნდა გააფრთხილოს პარმენი. 
- მომისმინე, მოდი ვნახოთ რა წერია შიგ, ვინ რას გაიგებს. მერე რაღაცას გეტყვი.
- არა, ახლა მითხარი
- არა, ჯერ წერილი მანახე-თქო.
- არ იქნება კარგი საქვციელი ლამრო.
- კაი რა ვინ რას გაიგებს. ოდესმე ჩემგან რამე ამაბვი გასულა?
ლამრო სამარე იყო, ყოველ შემთხვევაში აქამდე. დაიბნა დედა. იცით, ეს როგორი მომენტია? ცალ მხარზე ანგელოზი გაზის, ცალზე ეშმაკი (ყოველ შემთხვევაში დედას ამის სჯეროდა.) ერთი ერთს ჩასჩურჩულებდა ყურში, მეორე მეორეს.
- უთხარი, ჩასჩურჩულა ეშმაკმა,
- არ გაბედო და არ უთხრა, უთხრა ანგელოზმა.
ცხოვრებაში ალბათ ყველასთან მოდის დრო, როდესაც უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიღაც მხარეს უჯერებ, ცხოვრებაში ერთხელ ყველა ვუსინჯავთ აკრძალულ ხილს გემოს და მერე დიდხანს ვერ ვიშორებთ მწარე გემოს პირიდან. ცხოვრებაში ერთხელ ყველა ცდება.....და დედაც შეცდა. ალბათ პირველად ცხოვრებაში.
- მაიტა, მაიტა გახსენი. ლამრო ლამის ჩანთაში ჩაუძვრა დედას და ხელიდან გამოაცალა წერილი.

„ დღეს საღამოს გაკვეთილების შემდეგ არსად წახვიდე და დამელოდე. მე მოვალ ჩვენს ადგილას. აუცილებლად უნდა გითხრა რაღაც მნიშვნელოვანი“.

შენი მ.
- ერთმანეთს ხვდებიან მეთქი ასეც ვიცოდი.
- რას ამბობ ლამარა, პარმენს ცოლ-შვილი ჰყავს.
ლამარას სიცილმა დილის სიჩუმე გააპო. ეს სიცილი სწორედაც იმ მხარზე შემოსკუპებული ჭინკას გამარჯვების ხმა უფრო იყო. დედას ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. მიხვდა რომ ძალიან ცუდად მოიქცა, მიხვდა, რომ ამ დღეს მან სამუდამოდ დაასამარა ის გულუბრყვილო და ალალი მაგდა, რომელიც ძალიან უყვარდა მარო მასწავლებელს.
- არ უთხრა არავის იცოდე.
- კარგი რა, ვის ვეტყვი. როდესმე რამე მითქვამს შენი ნათვამი ვინმესთვის.
ან რა უდა ეთქვა დედას არასდროს არაფერი უთქვამს ლამროსთვის ისეთი, რაც შეიძლებოდა ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. უბრალოდ.....იმ დილით საკუთარმა ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა მასში და  აახადევინა პანდორას ყუთი.
კოლმეურნეებს საქონელი დაებინავებინათ და ბუხრებს უსხდნენ. სადღაც შორს ომის ზარბაზნები გუგუნებდნენ. დუმდა სოფელი, გლოვის ყიჟინას აქა იქ მცირეწლოვანი ბალღის ტირილი ენაცვლებოდა. უეცრად სოფელში თოფი გავარდა, წამოიშალა დიდი და პატარა, გერმანელები შემოვიდნენ სოფელშიო, თოფის ხმას, ხის ტკაცნი და გააფთრებული მამაკაცების შეძახილები მოჰყვა.
იმ ღამის შემდეგ, დედა 1 თვე არ წასულა სკოლაში. სკოლა დაიწვა, არა გერმანელებმა, არამედ სოფლის მოსახლეობამ წაუკიდა ცეცხლი. მოსიამტკბილე მარო მასწავლებელსა და პარმენს დაადგნენ პარმენის კაბნეტში ღამით სოფლის მამაკაცები თავზე და გადაწყვიტეს ცოცხლად გამოეწვათ ისინი შენობაში.
არც მარო და არც პარმენი უნახავს არავის იმ ღამის მერე სოფელში. ზუსტად არც იმას ამბობდნენ, დაიწვნენ თუ ცოცხლები გადარჩნენ. პარმენის ცოლ-შვილიც გაქრა სოფლიდან.
ამ ამბიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ, სოფელ „ზ-შ“ - ში შუა ხნის ქალი გამოჩნდა, წითელი პომადითა და ბიგუდებით დახვეული, ჟღალი, მოკლედ შეჭრილი თმით. ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. სახის  კანი თეთრი ტონალურით დაეფარა, ტანზე ნაქსოვი ზედატანი და ე.წ.“კლიოშის“ კაბა ჩეცვა. გადაპრანჭული და ვულგარული, მძაღე სუნამოს ვუალში გახვეული. ეს იყო - მარო. თავაწეულმა შეამოაბიჯა სოფლის ყოველდღიურობაში წლების შემდეგ, სიამაყით და რაღაცნაირი ირონიული ღიმილით გადახედა სტანდარტული ნაცრისფერი ცხოვრებით მცხოვრებს კოლმეურნე დიასახლისთა ბრბოს, რომელთა უმრავლესობას არასდროს გახვეულან სიყვარულის ალში და აბსოლუტურ მონოტონურობაში გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლები რაიონის პატარა ბიბლიოთეკაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები