ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ივნისი, 2017


ვისგან გამოაცხადა დამოუკიდებლობა საქართველომ 1918 წლის 26 მაისს? რუსეთისგან, თუ სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, რომლებთანაც ერთად საქართველო 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე, ერთ თვეზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში, ცხოვრობდა 1918 წლის 22 აპრილს რუსეთისგან დამოუკიდებლად გამოცხადებულ ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის” შემადგენლობაში?

ვისგან გამოაცხადა დამოუკიდებლობა საქართველომ 1918 წლის 26 მაისს?  რუსეთისგან, თუ სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, რომლებთანაც ერთად საქართველო 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე, ერთ თვეზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში,  ცხოვრობდა 1918 წლის 22 აპრილს რუსეთისგან დამოუკიდებლად გამოცხადებულ ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის” შემადგენლობაში?


ჩემო ბრძენო ქართველო ხალხო,

დამოუკიდებლობა ცხადდება მონობისგან, ხომ?

საქართველომ 1918 წლის 26 მაისს ვისგან (ვისი მონობისგან) გამოაცხადა დამოუკიდებლობა?
ვისი მონობისგან გათავისუფლებას ზეიმოს მთელი დუნია ქვეყანა 26 მაისს?


აბა, ვინ გამოიცნობს? ვინ არის ჭკვიანი? 

ჭკვიანების საყურადღებოდ,

რუსეთისგან დამოუკიდებელი საქართველო გახდა 1918 წლის 22 აპრილს, როცა ”ამიერკავკასიის სეიმმა” მიიღო ”დეკლარაცია დამოუკიდებლობის შესახებ” და ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის” შექმნის შესახებ.


კიდევ ერთხელ ვკითხულობ,

1918 წლის 22 აპრილს რუსეთისგან უკვე დამოუკიდებელ-გამოცხადებულმა საქართველომ 1918 წლის 26 მაისს ვისგან (ვისი მონობისგან) გამოაცხადა დამოუკიდებლობა? ვისი მონობისგან? სომხების და აზერბაიჯანელების?


ჩემო ბრძენო ქართველო ხალხო,

დამოუკიდებლობა ყოველთვის, ყველა შემთხვევაში, ცხადდება მონობისგან, ასე ჩაგაგონეს, ხომ?

თქვენაც დაიჯერეთ, ხომ?


ჰოდა, 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე, ერთ თვეზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში,  საქართველო რომ ცხოვრობდა 1918 წლის 22 აპრილს რუსეთისგან დამოუკიდებლად გამოცხადებულ ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის” შემადგენლობაში, მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველო ვისი მონა იყო? სომხების და აზერბაიჯანელების?

არა, არ ყოფილა?


არასდროს არ გაგჩენიათ კითხვა, საქართველოს ოფიციალური ისტორიოგრაფიის მიერ ჯიუტად რატომ არის მიჩქმალური ის ფაქტი, რომ  1918 წლის 26 მაისს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1918 წლის 22 აპრილს  შექმნილი ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკიდან”, რომლის დამფუძნებელი წევრიც საქართველონ თვითონ იყო, სომხებთან და აზერბაიჯანთან ერთად.

ახლა ხომ გაგიჩნდათ ეს კითხვა.


პასუხი გაინტერესებთ?

ვპასუხობ.

ქვეყანა  საკუთარი თავის მონა  ვერ იქნება.

საქართველო ვერ იქნებოდა 1918 წლის 22 აპრილს  შექმნილი ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის” მონა, რომლის დამფუძნებელი წევრიც საქართველო თვითონ იყო, სომხებთან და აზერბაიჯანთან ერთად.


სწორედ ამიტომ არის საქართველოს ოფიციალური ისტორიოგრაფიის მიერ ჯიუტად  მიჩქმალური ის ფაქტი, რომ  1918 წლის 26 მაისს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1918 წლის 22 აპრილს  შექმნილი ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკიდან”, რომლის დამფუძნებელი წევრიც საქართველონ თვითონ იყო, სომხებთან და აზერბაიჯანთან ერთად.

ჩემო ბრძენო ქართველო ხალხო,

დამოუკიდებლობა იყო. მაგრამ არა მონობისგან. მონობა არ ყოფილა. იყო ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა”, რომლის დამფუძნებელი წევრიც საქართველონ თვითონ იყო, სომხებთან და აზერბაიჯანთან ერთად, და რომლისგანაც დამოუკიდებელი საქართველო გახდა 1918 წლის 26 მაისს.


ჩემო ბრძენო ქართველო ხალხო,

დამოუკიდებლობის გამოცხადება ყოველთვის არ ნიშნავს მონობისაგან განთავისუფლებას.

მაგალითად, სლოვაკეთის დამოუკიდებლობა 1993 წელს გამოცხადდა, მაგრამ ეს სლოვაკების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ნიშნავდა და არა ჩეხების მონობისაგან განთავისუფლებას.


ახლა კი უფრო დაწვრილებით,


1918 წლის 23 თებერვალს (ახალი სტილით 8 მარტს) რუსეთში მოხდა რევოლუცია, რომლის შედეგად მეფე გადადგა. ხელისუფლება გადავიდა რუსეთის დროებითი მთავრობის ხელში.

რუსეთის დროებითი მთავრობა შედგებოდა ლიბერალური და სოციალისტური პარტიების წარმომადგენლებისგან.

რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ რუსეთის  შემადგენლობაში მყოფი ამიერკავკასიის სამოქალაქო მმართველობის ორგანოდ  1917 წლის 9 მარტს შეიქმნა  ”განსაკუთრებული ამიერკავკასიის კომიტეტი”  (Особый Закавказский Комитет).

”განსაკუთრებული  ამიერკავკასიის კომიტეტის”  ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთის სახელმწიფო დუმის (პარლამენტის) წევრი ვ. ა. ხარლამოვი.

”განსაკუთრებული  ამიერკავკასიის კომიტეტის”  წევრი იყო აგრეთვე ქართველი მენშევიკი სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი.

1917 წლის 25-26 ოქტომბერს (ახალი სტილით 7-8 ნოემბერს) ბოლშევიკებმა სახელმწიფო გადატრიელების შედეგად დაამხეს რუსეთის დროებითი მთავრობის ხელისუფლება.

რუსეთში 1917 წლის 25-26 ოქტომბრის (ახალი სტილით 7-8 ნოემბრის) ბოლშევიკური რევოლუციის მოხდენის შემდეგ 1917 წლის 15 ნოემბერს ხელისუფლება ”განსაკუთრებული ამიერკავკასიის კომიტეტიდან”  (Особый Закавказский Комитет) გადავიდა  ”ამიერკავკასიის კომისარიატზე” (закавказский комиссариат).

”ამიერკავკასიის კომისარიატი” (закавказский комиссариат) იყო ამიერკავკასიის კოალიციური მთავრობა, რომელიც განლაგდა ტფილისში, და შედგებოდა ქართველი სოციალ-დემოკრატების,  სომეხი დაშნაკების  და აზერბაიჯანელი მუსავატებისგან.

”ამიერკავკასიის კომისარიატის”  თავჯდომარე გახდა ქართველი მენშევიკი სოციალ-დემოკრატი  ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი.

”ამიერკავკასიის კომისარიატმა”  1918 წლის 12 იანვარს (ახალი სტილით 25 იანვარს) მიიღო გადაწყვეტილება მოეწვია ამიერკავკასიის წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო  ”ამიერკავკასიის სეიმი” (закавказский сейм).

”ამიერკავკასიის სეიმის” ხელმძღვანელი გახდა ქართველი მენშევიკი სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ჩხეიძე.

1917 წლის 5 დეკემბერს, დაიდო ერზინჯანის დროებითი ზავი რომელიც გაფორმდა რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. ერზინჯანის ხელშეკრულებით დასრულდა I მსოფლიო ომის ახლო აღმოსავლეთის თეატრზე სპარსეთისა და კავკასიის შეიარაღებული კონფლიქტური კამპანიები რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის.

1918 წლის 3 მარტს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე  თითქმის 3 თვით  ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის  ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ხალხს.

1918 წლის 14 მარტს გაიმართა ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენცია ოსმალეთის იმპერიასა და ”ამიერკავკასიის სეიმის” დელეგაციას შორის.

ოსმალეთმა მოითხოვა, რომ ”ამიერკავკასიის სეიმს” ეცნო 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის  ზავის ხელშეკრულების პირობები, რომლის თანახმად თურქეთის ტეროტორიებად იქნა აღიარებული ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, აგრეთვე ამიერკავკასიის ის ტერიტორიები, რომლებიც დაკავებული იქნა ოსმალეთის ჯარების მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ.

”ამიერკავკასიის სეიმის” დელეგაციის ქართველი და სომეხი წევრები წინააღმდეგი იყვნენ ოსმალეთის მოთხოვნების მიღებაზე, ხოლო აზერბაიჯანელი წევრები მზად იყვნენ ოსმალეთის მოთხოვნის მიღებაზე, ვინაიდან ოსმალეთის მოთხოვნა აზერბაიჯანის  ტერიტორიას არ ეხებოდა.

1918 წლის 13 აპრილს ”ამიერკავკასიის სეიმის” არა-მუსულმანმა წევრებმა ხმა მისცეს ოსმალეთის წინააღმდეგ ომს.

1918 წლის 14 აპრილს ”ამიერკავკასიის სეიმის” დელეგაცია გამოწვეული იქნა ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციადან.

ამის პასუხად ოსმალეთის ჯარებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები, დაიკავეს ბათუმი, მივიდნენ ყარსის მისადგომებთან.

1918 წლის 22  აპრილს ”ამიერკავკასიის სეიმმა” და ოსმალეთმა მოილაპარაკეს  სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

ოსმალეთის მოთხოვნით, 1918 წლის 22  აპრილს ”ამიერკავკასიის სეიმმა” მიიღო ”დეკლარაცია დამოუკიდებლობის შესახებ” და ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის” შექმნის შესახებ.

ანუ, რუსეთისგან დამოუკიდებელი საქართველო გახდა 1918 წლის 22  აპრილს, ვინაიდან საქართველო ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის” წევრი იყო.

1918 წლის 11 მაისს ბათუმში განახლდა მოლაპარაკებები ”ამიერკავკასიის სეიმსა” და ოსმალეთს შორის.

1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

იმის მხედველობაში მიღებით, რომ  1918 წლის 22  აპრილს ”ამიერკავკასიის სეიმმა” მიიღო დეკლარაცია დამოუკიდებლობის შესახებ და ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის”  შექმნის შესახებ,  და საქართველო ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის” წევრი იყო, და შესაბამისად, 1918 წლის 22 აპრილს საქართველო უკვე იყო დამოუკიდებელი რუსეთისგან, მაშინ გამოდის, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა არა რუსეთისგან, არამედ ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკიდან”, რომლის შემადგენლობაში ის იმყოფებოდა ერთი არასრული თვის განმავლობაში.

ანუ, გამოდის, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველომ სახელმწიფო დამოუკიდებლობა გამოაცხადა არა რუსეთისგან, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, რომლებთანაც ერთად საქართველო 1918 წლის 22 აპრილიდან 1918 წლის 26 მაისამდე, ერთ თვეზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში,  ცხოვრობდა 1918 წლის 22 აპრილს რუსეთისგან დამოუკიდებლად გამოცხადებულ ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის” შემადგენლობაში.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
17.07.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები