ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2017


წერილები

ვიცი რომ შენი წერილები პასუხს ელიან,
მე კი უაზროდ გადავყევი ამ სველ ამინდებს...
თორემ სათქმელი იმდენი მაქვს,
როგორც არასდროს
და ეს თვალებიც ხომ იცი რომ შენ მოგელიან?!
ახლა დღეები, ნისლებივით ისე ცურავენ,
როგორც ჩემ სისხლში აწყვეტილი მეტასტაზები
და გთხოვ, ნუ მეტყვი,
რომ სიგიჟის ზღვარზე მისული,
დღეს ამ სიშორეს არ მპატიობ და მიბრაზდები!
ვიცი, რომ შენი წერილები პასუხს ელიან,
ისიც კი მახსოვს, რომ მითხარი -
სულ ყველგან შენ ხარ!...
ოღონდ ნუ მეტყვი აღარ დამრჩა
თითქოს სათქმელი,
რომ ეგ თითები მე ოდესმე შემელევიან!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს