ნაწარმოებები


ოთარ რურუას ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     ლევან მაისურაძის სადებიუტო რომანის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2017


სოლიდარობა პოეტებს

  სოლიდარობა პოეტებს
მე, ცუდი ლექსი არ ვიცი რაა,
არ ვიცი რაა ცუდი ნუნუა,
ყოველი ლექსი უძირო ცაა,
ყველა ღვინოში, კაცი გურუა.
მაშ, თუ ასეა და არის ასე,
დიახ! ასეა! ... და ასე მინდა!
მუზა  ქვევრია, პირთამდე სავსე,
ლექსი პოეტთა  წმინდათა-წმინდა.
ღვინო წინაპრის სისხლის ნაჟური,
ამოხეთქილი სულიდან ლექსად,
აწმყო წარსულზე გადაჯაჭვული,
სულმოუთქმელად რომ უნდა შესვა;-
მე, ცუდი ლექსი არ ვიცი რაა,
არ ვიცი რაა ცუდი ნუნუა,
ყოველი ლექსი უძირო ცაა,
ყველა ღვინოში, კაცი გურუა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები