ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნუგუნა
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2017


სულის ცვალებას შევესწარ

სულის ცვალებას შევესწარ
და ჯოჯოხეთში მიველ.
ფიქრობენ, ვერ გადაწყვიტეს
რა მომისაჯონ პირველ

ყველაზე ძნელად გასაძლებ,
ძალზედ სანატრელ ჩემთვის.
მე ენა არ ამომეღის
და ვერაფერი მეთქმის.

პურიც მომცეს და სასმელიც,
ვხედავ დამყურებს ბღვერა
და ჯოჯოხეთში გადაწყდა
რომ ამეკრძალოს წერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები