ფრანსისკო ხშირად დადიოდა ფუნშალის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დუქანში, რომელიც რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე მხარეს იყო. მეზობელ ქალაქში მუშაობა რომ დაიწყო, ფრანსისკო მაშინ ოცდაათიოდე წლის იქნებოდა. რადგან მატარებელი ძალიან ადრე, გამთენიისას გადიოდა სადგურიდან, იგი იძულებული გახლდათ, შუაღამისას გამოსულიყო სახლიდან და მატარებელს დუქანში დალოდებოდა. ზოგჯერ, უქმე დღეებსაც კი ამ დუქანში ატარებდა. ჩაუვლიდა ხოლმე მუშამბაგადაფარებულ მაგიდებს, რომლებზეც ჩიტები იყვნენ სადად გამოსახულნი. მიაშურებდა დარბაზის სიღრმეში, კედლის კუთხესთან მდგარ ბოლო მაგიდას და იქ იჯდა საათობით, მშვიდად აბოლებდა პაპიროსს და დროდადრო გახედავდა კათოლიკური ეკლესიის გუმბათს, რომლის სახურავზეც, ისე ირეოდნენ მტრედები, როგორც ნამქერში თოვლის ფიფქები, მის ყურთასმენას მიუხედავად იმისა, რომ დუქანში ყოველთვის ხმაური იყო, მაინც სწვდებოდა ოკეანის ტალღების ხმა, ტალღებისა რომლებიც დაუღალავად ლოკავდნენ ქვიშიან ნაპირს. მაშინაც კი, როდესაც ნიავი ოდნავადაც არ ქროდა, ფრანსისკო მზად იყო დაეფიცებინა, რომ ტალღების ხმა ესმოდა, დიახ! ესმოდა და შეიგრძნობდა მას. რომ არა, შემოდგომის ის წვიმიანი ღამე, მის ცხოვრებაში ის დღეც ისეთივე არაფრისმთქმელ მოგონებად გადაიქცეოდა, რომელიც უმალ დაილექებოდა უფერულ ნარჩენებად დავიწყების უფსკრულში, როგორადაც, სხვა მრავალი დღე ქცეულიყო მის ცხოვრებიდან. იმ ღამეს, ჩვეულებრივ, ოდნავ დაღლილი შევიდა დუქანში ფრანსისკო. ქუდის მოხდით მიესალმა ნოქარს, ჩინფაინა და სანტალი აიღო და გაემართა დარბაზის ბოლოსკენ, - ამოჩემებულ მაგიდასთან. სველი ლაბადა სკამზე, ქუდთან ერთად უღიმღამოდ გადაკიდა და მაგიდას მიუჯდა. გვერდითა მაგიდიდან მუნდირებში გამოწყობილი მთვრალი ოფიცრები ხმამაღლა საუბრობდნენ, და უკვე მერამდენედ სვამდნენ ჰენრიხ მიროპლავტის სადღეგრძელოს. შემდეგ კი ერთხმად გააგუგუნეს სამხედრო მარში. მოპირდაპირე მხარეს კი რკინიგზის მუშები მდუმარედ მისხდომოდნენ ჭადრაკს და მთელი გონებით დაქროდნენ მის კომბინაციებში. ამ ორ მაგიდაზე მსხდომთა შორის, ხმათა ჰარმონიის შეუსაბამო ბალანსი არსებობდა, რაც უმალ შენიშნა ფრანსისკომ. მან, ის იყო წვნიანი ჭიქა გამოცალა, რომ ანაზდად თვალი მოჰკრა დუქანში შემოსულ თავის ძველ ამხანაგს. -აა, ეს შენ ხარ ფრანსის? - გაუღიმა მაღალ - მაღალმა და სეზონის შეუფერებლად ჩაცმულმა, გამხდარმა კაცმა, რომელმაც სწრაფად შეამჩნია ფრანსისკო და მისკენ გაემართა. -ღმერთო ჩემო, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახეთ ერთმანეთი ალფონსო? მოდი ჩამოჯექი, - გადაეხვია ფრანსისკო. -ხოო, მართლაც დიდი ხანია, მგონი ექვსი თუ შვიდი წელი იქნება, ჩემი სიდედრის დაკრძალვის შემდეგ არ შევხვედრილვართ. -ამ შუაღამეს აქ როგორ მოხვდი? -დალევ რამეს? რა გიკვირს? ისეთი პატარაა ჩვენი ქალაქი. -ხო, ეგ კი, მაგრამ მაინც, აგერ რამდენი ხანი გავიდა და არ შევხვედრივართ ერთმანეთს. არა , მეგობარო, ვერ დავლევ, გამთენიისას სამსახურში მივდივარ. ფრანსისკოს გულით გაუხარდა ძველი მეგობრის ნახვა, ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ, სანამ მისი მეგობარი გვარიანად არ გამოთვრა. შემდეგ კი, მათ საუბარს, საუბარიც აღარ ერქვა, - ალფონსო გაურკვევლად ყვებოდა ერთი და იგივეს და სულ უფრო და უფრო მეტად ეძალებოდა ღვინოს. ფრანსისკო კი გონებით სხვაგან დაჰქროდა, ახლა შოპენის მაზურკასავით, სევდიანად ჩაესმოდა ტალღების ხმა. - საოცარია! თავს ისე გრძნობდა, თითქოს ამ სამყაროში მხოლოდ თვითონ და ოკეანის ტალღები არსებობდნენ. დიდხანს უსმენდა მათ, შემდეგ მისი მეგობრის თავზე დაკიდებულ ნახატს „არმადას დამარცხება“ს შეავლო თვალი, რომელიც, დუქნის მეპატრონეს ამაყად დაეკიდა კედელზე. ნახატის ცქერისას, რატომღაც სევდა შემოაწვა გულზე და ისევ წარსულის მოგონებებში გადაეშვა. გაახსენდა, ბავშვობაში მამამისი როგორ ასეირნებდა ხოლმე ტყეში. გონების თვალით ხედავდა გაყვითლებულ ფოთლებს, რომლებზედაც მშვიდად დააბიჯებდნენ ახალგაზრდა კაცი და პატარა ბავშვი, ბავშვს უკვირდა, თუ რატომ იყო ფოთლები ასეთი ყვითელი და რატომ ცვიოდა ფანტელებივით მათ გარშემო, მამა კი ღიმილიანი სახით, მშვიდად უხსნიდა შემოდგომის შესახებ. მომდევნო დღეს ისევ თავიდან ეკითხებოდა პატარა, მამას. მოგონებების შემდეგი ეპიზოდი, უცილობელი ჯაჭვი იყო იმ წარსული განცდისა, რაც იმ ღამით ფრანსისკოს გონებაში ტრიალებდა. ამას ვერსად გაექცეოდა და ვერ დაივიწყებდა იგი. აი, პატარა ბავშვმა ტყის ბექობზე ერთი ხე შენიშნა, რომელსაც ერთიანად წითელი ფოთლები ჰქონდა. მამიკოს სთხოვდა მისულიყვნენ იმ ხესთან, სწორედ მაშინ დაუბერა ქარმა და ააშრიალა ფოთლები, ბავშვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ცდილობდა ჰაერში დაეჭირა ფოთლები, რომლებიც წითლად თოვდა მათ თავზე. ბედნიერი იყო პატარა მაშინ. მერე . . . მერე კი ასე, თამაშით გართულს და დაღლილს, მამა მოენატრა. მოიხედა უკან. ახალგაზრდა კაცი ხის ძირში მიმჯდარიყო. თვალები დაეხუჭა თითქოს ეძინა, სახეზე ღიმილი შეჰყინოდა. მისი სული მაღლა იყო და იქიდან ეთხოვებოდა პატარა ფრანსისკოს. შემდეგ კი იყო შიში, შიში ყველაფრისა. . . ფრანსისკომ მკერდში ტკივილი იგრძნო, გულში დაწყევლა შემოდგომა, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, ჯერ თავის მეგობარს შეხედა, რომელსაც მაგიდაზე დასძინებოდა, შემდეგ კი ფანჯარაში გაიხედა. ლამპიონებით განათებულ სანაპიროზე, არხის მღელვარე წყალზე, ნავმისაბმელთან ორჩხომელი ირწეოდა, რომელზედაც თოლიები წამოსკუპებულიყვნენ. იგი წამოდგა და გარეთ გავიდა, ქუჩაში წვიმდა და თაგვების წრიპინი ისმოდა. ჩაფიქრებული ფრანსისკო ბაქანზე ავიდა და სკამზე ჩამოჯდა. სწორედ მაშინ დაუბერა ქარმა, ქვაფენილიდან უმოწყალოდ ახვეტა დაცვენილი ფოთლები და პირდაპირ მას შეაყარა სახეში. დილამდე წვიმაში, სკამზე იჯდა ფრანსისკო, დილას კი ხალხის ხმაურმა მოიყვანა გონს, ადამიანები ჟრიამულით დადიოდნენ ქალაქში. ფუნშალის ქუჩებში მდგარ დიდრონი ხეებს ერთიანად გასწითლებოდათ ფოთლები, რომლებიც დაუღალავად ცვიოდა მიწაზე. ეს ის ერთადერთი დღე იყო, როდესაც ფრანსისკო სამსახურში არ წასულა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ეს ადრე წამიკითხავს, არ მახსოვდა... ვისურვებდი, ასეთი ნაივურობა შეგვენარჩუნებინა შენც, მეც და ყველასაც... ეს ადრე წამიკითხავს, არ მახსოვდა... ვისურვებდი, ასეთი ნაივურობა შეგვენარჩუნებინა შენც, მეც და ყველასაც...
10. ესპანეთში ცხოვრობდი? ესპანეთში ცხოვრობდი?
9. მადლობა ნექტარ რომ წაიკითხე. მადლობა ნექტარ რომ წაიკითხე.
8. სევდა და ტკივილიანი მოგონება, დამძიმებული მონატრება, რომელსაც შეუმჩნევლად მიაქვს წუთებს აყოლილი საათები. სევდა და ტკივილიანი მოგონება, დამძიმებული მონატრება, რომელსაც შეუმჩნევლად მიაქვს წუთებს აყოლილი საათები.
7. ეს: ,, ახალგაზრდა კაცი ხის ძირში მიმჯდარიყო. თვალები დაეხუჭა თითქოს ეძინა, სახეზე ღიმილი შეჰყინოდა. მისი სული მაღლა იყო და იქიდან ეთხოვებოდა პატარა ფრანსისკოს. შემდეგ კი იყო შიში, შიში ყველაფრისა''...
და კიდევ, სახელები მომწონს.
ეს: ,, ახალგაზრდა კაცი ხის ძირში მიმჯდარიყო. თვალები დაეხუჭა თითქოს ეძინა, სახეზე ღიმილი შეჰყინოდა. მისი სული მაღლა იყო და იქიდან ეთხოვებოდა პატარა ფრანსისკოს. შემდეგ კი იყო შიში, შიში ყველაფრისა``...
და კიდევ, სახელები მომწონს.
6. დიდი მადლობა ყველას:) არ ვიცი სახელებზე რა გითხრა მეუდაბნოე.- მინდოდა ესპანეთის თუ პორტუგალიის " სცენაზე" ყოფილიყო ეს და წერილი ახლა ესეც აღარ მახსოვს , რადგან ძველი დაწერილია. სწორედ ამიტომ არც ალიკა და არც ზესტაფონი.:) დიდი მადლობა ყველას:) არ ვიცი სახელებზე რა გითხრა მეუდაბნოე.- მინდოდა ესპანეთის თუ პორტუგალიის " სცენაზე" ყოფილიყო ეს და წერილი ახლა ესეც აღარ მახსოვს , რადგან ძველი დაწერილია. სწორედ ამიტომ არც ალიკა და არც ზესტაფონი.:)
5. დიახ ეს მახსოვს და მესიამოვნა ხელახლა წაკითხვა. 5
დიახ ეს მახსოვს და მესიამოვნა ხელახლა წაკითხვა. 5
4. დიახ ეს მახსოვს და მესიამოვნა ხელახლა წაკითხვა. 5
დიახ ეს მახსოვს და მესიამოვნა ხელახლა წაკითხვა. 5
3. ძალიან გამიხარდა ამ საინტერესო ავტორის აქ დაბრუნება. რაც შეეხება ნოველას მომეწონა .
"ფრანსისკო ხშირად დადიოდა ფუნშალის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დუქანში"
"დროდადრო გახედავდა კათოლიკური ეკლესიის გუმბათს." ამ ფრაზების მიხედვით ვფიქრომ, რომ ეს ნოველა დაწერილია იმ ქვეყანაზე, სადაც მოსახლეობის 80% კათოლიკეა, ამიტომ ნოველის პერსონაჟების შერჩევა სწორად მიმაჩნია.
ძალიან გამიხარდა ამ საინტერესო ავტორის აქ დაბრუნება. რაც შეეხება ნოველას მომეწონა .
"ფრანსისკო ხშირად დადიოდა ფუნშალის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დუქანში"
"დროდადრო გახედავდა კათოლიკური ეკლესიის გუმბათს." ამ ფრაზების მიხედვით ვფიქრომ, რომ ეს ნოველა დაწერილია იმ ქვეყანაზე, სადაც მოსახლეობის 80% კათოლიკეა, ამიტომ ნოველის პერსონაჟების შერჩევა სწორად მიმაჩნია.
2. კარგი მოთხრობაა. 5 ერთი მოკრძალებული შეკითხვა მაქვს: ფრანცისკოს მაგივრად ფრიდონი რომ ყოფილიყო, ალფონსოს მაგივრად - ალიკა. იმ ტოპონიმის მაგივრად, რომელიც ვერც დავიხსომე , ხაშური რომ ყოფილიყო, სამსახური კი ფრიდონს ზესტაფონში, რომ ჰქონოდა, ღირებულებით, თუნდაც ემოციურ ასპექტში რამეს დაკარგავდა ეს მოთხრობა? რას მოიგებდა და რატომ მოიგებდა ეს ცალკე სასაუბროა.
მახსოვს მსგავსი რაღაც ადრეც დაგიკომენტარეთ. კარგი მოთხრობაა. 5 ერთი მოკრძალებული შეკითხვა მაქვს: ფრანცისკოს მაგივრად ფრიდონი რომ ყოფილიყო, ალფონსოს მაგივრად - ალიკა. იმ ტოპონიმის მაგივრად, რომელიც ვერც დავიხსომე , ხაშური რომ ყოფილიყო, სამსახური კი ფრიდონს ზესტაფონში, რომ ჰქონოდა, ღირებულებით, თუნდაც ემოციურ ასპექტში რამეს დაკარგავდა ეს მოთხრობა? რას მოიგებდა და რატომ მოიგებდა ეს ცალკე სასაუბროა.
მახსოვს მსგავსი რაღაც ადრეც დაგიკომენტარეთ.
1. კახა შენი დაბრუნება მიხარია :) კახა შენი დაბრუნება მიხარია :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|