ნაწარმოებები



ავტორი: მაა.საა.
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2017


პირველად იყო კოცნა

პირველად იყო კოცნა და კოცნა იგი იყო ვნება
რომელსაც  არ ჰქონდა  საერთო არც სიყვარულთან და არც  ზეამაღლებულ გრძნობებთან
კონა იყო ძლიერი და მტკივნეული რომელსაც ოდნავ სისხლის და ალკოჰოლის გემო დაჰკრავდა
პირველად იყო კოცნა არასამომავლოდ გამიზნული
ერთჯერადი და მეორე დღეს ვერ, უფრო სწორად კი  არ გასახსენებელი და აღსაქმელი
და ასეც ხდებოდა
პირველად იყო კოცნა,რომელსაც მეორე კოცნა მოჰყვა,  მესამე და ასე გაგრძელდა დიდხანს...
ბევრი კოცნის შემდეგ იყო შუქის ჩაქრობა და შემდეგ უხერხულობა, უფრო სწორად გაუგებრობა, უნდობდლობა და ეჭვები საკუთარ თავთან
პირველად იყო კოცნა და ამ კოცნას მოჰყვა შემდეგ
პირველი სექსი
პირველი პაემანი
პირველი სიხარული
პირველი წყენა
პირველი იმედგაცრუება
პირველი  "წარსულები"
პირველი კამათი
პირველი  გაბრაზება
პირველი წასვლა
პირველი დაბრუნება
პირველად ნათქვამი სიტყვა "მიყვარხარ"
პირველი დათმობაზე წასვლა
პირველი გაჯიუტება
პირველი შიში მომავალზე...
პირველად იყო კოცნა და კოცნა იგი იყავი  შენ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები