ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა გრძელიშვილი
ჟანრი: პროზა
21 ივნისი, 2017


სამშობლო გმირების სისხლს ითხოვს მარად! ( მინიატურა) (ძველი)

„ცხოვრება სულაც არ არის მარტო სიფრთხილე!“ -  ახლაც  ნათლად  ჩამესმის ყურში  მისი  სიტყვები, თითქოს ზღვიდან მონაბერ სუსტ ქარს მოჰქონდეს იგი. კარგი  ბიჭი  იყო  დავითი,  ჭეშმარიტი  ვაჟკაცი, გმირი, როგორებიც  ოდესმე ჰყოლია ჩვენს  ბედკრულ სამშობლოს. უაზროდ  გავყურებ  ჰორიზონტს,  რომლის მიღმა, ჩამავალი მზის, მეწამულისფერი სხივები, ათინათად ეცემიან აქოჩრილ ზღვას, მისი ტალღები  დაუზოგავად  მოიწევენ  ჩემკენ,  თითქოს მათ ჩემი ესმით, თითქოს სურთ, რომ გულში ჩამიძვრნენ და იქ ამოიკითხონ სევდა და ტკივილი.
აგერ უკვე ხუთი წელია, რაც ის გარდაიცვალა. იმ ავბედით ომს შეეწირა, საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს. - მაშინ,  როდესაც  ყველაზე  მეტად გვიჭირდა ბრძოლის ველზე, იგი წამოდგა, ბიჭებს გაგვიღიმა, თითქოს რაღაც ჭია შეუძვრა გონებაში, საქართველოს დროშა მოიხვია ზურგზე, ცხოვრება სულაც არ არის მართო სიფრთხილე, მშვიდობით ძმებო!  - გაგვამხნევა და მტერს შეაგება თავისი მკერდი. მაშინ არ მესმოდა მისი საქციელის . . .
-რა იყო, ცუდად ხარ? მოწყენილი მეჩვენები.
-არაფერია ნინა, - მინდოდა მეთქვა , რომ დავითი გამახსენდა, მაგრამ გადავიფიქრე, ის ამ ტკივილს ვერ გაიგებდა, ეს ტკივილი მხოლოდ ჩემი იყო, მენანებოდა სხვისთვის გამეზიარებინა.
უკანასკნელად გავხედე ჰორიზონტს, - მზე აღარ ჩანდა.
საკუთარი სიცოცხლე არ უნდა გვიყვარდეს იმდენად, რომ საჭირო მომენტში, მისი დაკარგვის შიშით შევზღუდოთ ჩვენი მოქმედება, ან თუნდაც ვიდგეთ სრულიად უმოქმედოდ და სტოიკური გულგრილობით ვუყურებდეთ იმას, თუ როგორ განწირული ხმით ითხოვს ცხოვრება იმას, რისი გაკეთებაც მხოლოდ და  მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
ცხოვრება ტკივილია, თავგანწირვაა, სიყვარულია!
-წამოდი, წაგიყვან ნინა სახლში. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები