ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2017


შვილს



რას დაგიტოვებ როცა წავალ?ალბათ ვერაფერს,
ან უფრო სწორად დიდს ვერაფერს,მხოლოდღა სახელს,
ანუ კაცობას და ავყვები ვიწრო დერეფანს,
ცამდე რომ ადის,შენ კი ეტყვი სუყველა მნახველს,
ვინც ჩემს სატირლად,ჩემს საფლავზე მოვა ხანდახან,
რომ მამაშენმა დაგიტოვა ის,რაც მამაშენს
შესაბამისად მამისგანვე ერგო ანდერძით,
რომ ამაყი ხარ და რომ აზრი არ აქვს დანარჩენს...
რომ სხვა ყველაფერს დროსთან ერთად ფერი უქრება...
ღმერთიც კი ზოგჯერ უფეროა,როგორც ჰაერი...
რომ შენ ღმერთი ხარ შენი თავის, და გაქვს უფლება
თან გიხაროდეს,თან გტკიოდეს და შენნაირებს
ცაში ეძებდე,რადგან ცაა თავისუფლება!

მე ჯერაც აქ ვარ,იმედია არც ისე მალე
მომიწევს წასვლა,მანამდე კი მიგულე გვერდით,
მე ვზიდავ შენს ჯვარს,ვიდრე მუხლებს ეყოფა ძალა,
სანამ ჩემნაირ ვითომ პოეტს მოითხოვს ღმერთი.
შენთან მიგულე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები