 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 26 ივნისი, 2017 |
მზე თვალს მიმძიმებს, სახეს მიწვავს, მიფუჭებს იერს, ასე თვალები დამიშრება როგორც ჭაობი, როგორც გამხმარი წყლის კვალი ვადის, გამდევს კისერზე ძარღვები სქელი, როგორაც ცხენი იფარფლებს ფაფარს, ისე მაყრია მკვდარი ღერები, ხელს თუ გამოვკრავ ან გადავუსვამ, როგორც ლითონს შუშას შუქგამტარს, ჩამოცვივდება, ჯერ კიდევ ფეთქავს სისხლი ჩემი, დაუშრეტელი,
თმებჩაშლილჩაწნულ, კუდმოგრეხილმორიელებულს, წვრილ - წვრილებს, ორთავთავ წამეხილებს, ენებს გველისას, კეფას რომ გესლავს, ნემსის წვერებით, ღიღინით ვათრობ, ვაჯადოვებ, ნაით ვიხორხლავ აჩხრიალებულს, შხამს მათარაში ვწურავ წვენივით, ნაჭრებით ვიკრავ,
ვიდრე ქარი გაანიავებს...
ხმელ ორკუზს შორის ფეხმორთხმული, ორმთაშორისი, გორაკებშორის, როგორც ნადირი მომწყვდეული მონადირეთა ალყაში, ისე დავქანაობ, კუთხეს ვაწყდები, სიკვდილის სუნი ნანაობს მაღლა, აშმორებული, ტახტრევანივით დავადგი ტყავი, გამოხშირული, გავძახებ: ჰუდუ, ოთხზეშემდგარს, ქუსლს გავკრავ ფერდზე, შეტორტმანდება, გაზნექილი, მზენაკრავ კანით, გადავკრავ კიდევ კისერზე მათრახს, რომ შევუმაგრო სამომავლოდ, ჭიდაობისთვის, ბედუინებთან დავაჭიდო სხვა ჯიშის აქლემთ, ფული დავცინცლო, მოვზიდავ ჩემკენ, მარდადმავალს, გავერანებულს, გადატყავებულ მუხლს დავუნერწყვავ, სადაცაა გაიძროს ტანზე, მხოლოდღა სუნთქვა ჩაიბრუნოს, აიწყვეტს უმალ, ამ ქვიშანაცადს, უტყუარ გზამკვლევს, დღეებს მივანდობ, შევისისხლხორცებ, შორით ყაჩაღთა თვალსამიზნეში, ავირეკლებით, როგორც მირაჟი, ან ღამეული ზღაპრის კოშმარი, ავი სიზმარი, ჩვენ კენტავრს ვგავართ,
თვალები, წყალი მიწიანი, გადაზელილი, პირი, ძაბრისებრ, დანერწყვილი, ნამშერჩენილი, კბილები, მომცრო დანები, მჭრელი, ღეჭავენ ლაგამს თავდასახსნელად, კისერი, სვეტი ჰამურაბის, ლურსმნით ნაკაწრი, მუხლი, ფოლადი, ბრძოლაგამძლე, ომგადახდილი, ფეხები, ბოთლი დაბზარული, ტალახნაგლესი, ტანი, გაშლილი, მოსაჩრდილი, გრილი ჰამაკი,
უნდა ჩამოვხდე ამ ადგილებში, აქ არის ჩემი ნეტარი თვალი, თავშესაფარი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ამ საქმის კეთება, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, თუმცა ეს ტექსტი აბსოლუტურად არ არის არაფრის ალუზია, შემდეგ ნაწილებში გამოჩნდება, ინშაალლაჰ!
დიდი მადლობა :) ამ საქმის კეთება, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, თუმცა ეს ტექსტი აბსოლუტურად არ არის არაფრის ალუზია, შემდეგ ნაწილებში გამოჩნდება, ინშაალლაჰ!
დიდი მადლობა :)
5. კისრის და თან ძირში მოწრისგან რმერთმა დაგვიფაროს:) მე ჩემი აზრი ვთქვი, ის რაც ტავში ალუზიად მეჩვენა ბოლოში გავლანას დაემსგავსა მეთქი, შეიძლება მომეჩვენა, კისერს ვერც მე ვერ დავდებ მაგ ამბავზე:) კისრის და თან ძირში მოწრისგან რმერთმა დაგვიფაროს:) მე ჩემი აზრი ვთქვი, ის რაც ტავში ალუზიად მეჩვენა ბოლოში გავლანას დაემსგავსა მეთქი, შეიძლება მომეჩვენა, კისერს ვერც მე ვერ დავდებ მაგ ამბავზე:)
4. მადლობა ჯამაათნო :)
ალუზია გავლენას არ ნიშნავს :)
და მე თუ გავლენით ვწერ ვინმეის მამჭერით მაშინ კისერი ძირში :) მადლობა ჯამაათნო :)
ალუზია გავლენას არ ნიშნავს :)
და მე თუ გავლენით ვწერ ვინმეის მამჭერით მაშინ კისერი ძირში :)
3. "თმებჩაშლილჩაწნულ, კუდმოგრეხილმორიელებულს, წვრილ - წვრილებს, ორთავთავ წამეხილებს, ენებს გველისას, კეფას რომ გესლავს, ნემსის წვერებით, ღიღინით ვათრობ, ვაჯადოვებ, ნაით ვიხორხლავ აჩხრიალებულს, შხამს მათარაში ვწურავ წვენივით, ნაჭრებით ვიკრავ,
ვიდრე ქარი გაანიავებს..." +5
"თმებჩაშლილჩაწნულ, კუდმოგრეხილმორიელებულს, წვრილ - წვრილებს, ორთავთავ წამეხილებს, ენებს გველისას, კეფას რომ გესლავს, ნემსის წვერებით, ღიღინით ვათრობ, ვაჯადოვებ, ნაით ვიხორხლავ აჩხრიალებულს, შხამს მათარაში ვწურავ წვენივით, ნაჭრებით ვიკრავ,
ვიდრე ქარი გაანიავებს..." +5
2. თავიდანვე ალუზია მოიტანა რობაქიძის და ბოლოში უფრო გამიმძაფდრა, აშკარად იგრძნობოდა გავლენა ჩემი აზრით, არ ვიცი კარტგია თუ არა ეს. თავიდანვე ალუზია მოიტანა რობაქიძის და ბოლოში უფრო გამიმძაფდრა, აშკარად იგრძნობოდა გავლენა ჩემი აზრით, არ ვიცი კარტგია თუ არა ეს.
1. შენი შემოქმედებიდან ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ყველა სიტყვა რომ ვცოდი :)) თან რამდენი ხანია მხოლოდ თარგმანებს გვთავაზობ. მომეწონა ძალიან! შენი შემოქმედებიდან ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ყველა სიტყვა რომ ვცოდი :)) თან რამდენი ხანია მხოლოდ თარგმანებს გვთავაზობ. მომეწონა ძალიან!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|