ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2017


საღამოს დარდი

როცა გარეთ დიდი, მოწყენილი,
კოხტა ნეკერჩხლები ტოტებს ხრიან
და ცას ეფერება კანტიკუნტად
მოშავო ღრუბელი რამდენიმე,
ამ დროს მახსენდები დაჟინებით
და ცაც, ღრუბლებთან რომ ალერსშია,
ისე გულმოდგინედ იქუფრება,
რომ ამ მოალერსეთ აატირებს.
მერე უფრო ძლიერ მომინდება
მხრებზე შენი ხელის შემოხვევა,
მაგრამ, ხელს ავუქნევ საკუთარ თავს:
ჩვენ ხომ ერთმანეთს არ ვერითმებით.
გზებიც სხვადასხვა გვაქვს, საფიქრალიც,
ერთი მეორეს რომ არ ემთხვევა:
სწორედ ამიტომაც ვერ შეგბედავ,
შენი ვერაფერი ვერ ვიქნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები