მას შემდეგ რაც ერაყის რესპუბლიკიდან სამშობლოში დავბრუნდი დისლოკაციის ადგილზე, მეც და ჩემს თანამებრძოლთ არაერთხელ მოგვისმენია ხემძღვანელობის სიტყვები აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, სიტყვები რომელიც ყველა ქართველის და საქართველოს შვილისათვის ერთნაირად უდიდესს სატკივრად ქცეულიყო განურჩევლად ასაკისა და ეროვნებისა მას შემდეგ რაც იმ ავადსახსენებელ დროს წაგლიჯეს ჩვენს დედა სამშობლოს, რაც ასე გულგრილად და სასტიკად გააჩაღეს ძმათაშორის შუღლი და ომი. ვისმენდით სიტყვებს რომელიც მოგვიწოდებდა ფხიზლად ყოფნას, - რომ დიდი ხანი აღარ იყო დარჩენილი იმ დღემდე როდესაც ომი საბოლოოდ უნდა დაგვესრულებინა, მოგეხსენებათ მაშინ ბრძოლა წავაგეთ ომი კი ჯერაც არ დასრულებულა, მაგრამ მანამდეც არა ერთხელ გამეგონა ასეთი მოწოდებები და ჩვენთვის მოტივაციის ასამაღლებელ საუბრად ჩავთვალე მსგავსი საუბრები. ეს იყო 2006 წელი. ხშირად ავად მომგონებია 1992 წლის აგვისტო. მაშინ 9 წლის ვიყავი, სახლში დიდი სუფრა გვქონდა გაშლილი, ვქეიფობდით. იმ დღეს გამოაცხადეს ტელევიზიით ომის დაწყება. დიახ! საქართველოში ომი დაიწყო, ძმათამკვლელი ომი და მე მაშინ ლხინს მივცემოდი. შემდეგში როცა წამოვიზარდე, როგორც უკვე ვთქვი არაერთხელ ცუდათ გამხსენებია ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი. 2008 წლის 6 აგვისტო იყო, სენაკის II - მს.ქვ ბრიგადის სამხედრო ბაზა უჩვეულო დაძაბულობას მოეცვა. ერთი კვირით ადრე სიზმარი ვნახე თითქოს ომი დაიწყო, სხვა დროს ამას ყურადღებას არ მივაქცევდი მაგრამ რატომღაც იმ დღეს გულში ცუდათ ჩამრჩა. 1 აგვისტოს ოსურმა მხარემ ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებბზე ინტენსიური საარტილერიო სროლა დაიწყო. 4 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის 58 - ე არმიამ როკის გვირაბთან 5 ბატალიონი ჩააყენა.
6 -ში მთელი ღამე არ მეძინა,მერე კი ცოტა ხნით ჩაძინებულს ერთი კვირის უკან ნანახი სიზმარი დამესიზმრა. გული ცუდს მიგრძნობდა. დილას ჩვეულებრივზე ადრეე გაკეთდა „პადიომი“ . ტყვია წამალი მანქანებზე დავტვირთეთ და ჩვენ ავტობუსით დავტოვეთ ბაზა. მე თანამებრძოლთა სახეებს ვაკვირდებოდი. - იმ დღეს ყველასათვის ცხადი გამხდარიყო რომ ომი დაიწყო. თუმცა შიში არავის ეწერა სახეზე, - პირიქით, ჯარისკაცებს ისეთი მოტივაცია ჰქონდათ რომ ვფიქრობდი ჩვენ უეჭველად გავიმარჯვებდით მტერზე. მტრად კი რუსეთის წაქეზებით მოძმე ოსები ქცეულიყვნენ. მახსოვს ძმაკაცს ვუთხარი: ეხლა ჩვენი დრო დადგა, დრო დადგა იმისა რომ აღარავის შერჩეს უდანაშაულო სისხლი, აღარავის შერჩეს ერთიან საქართველოსთვის სამაჩაბლოს წართმევა, დრო დადგა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისათვის დამნაშავეევს პასუხი ეგოთ. - შემდეგ დრო გავა და ზოგიერთი ვაი პატრიოტი საპასუხო ცეცხლის გახსნას შეცდომად ჩაგვითვლის, შეცდომად ჩაუთვლიან საქართველოს მთავრობას. მე თქვენ გკითხავთ - უნდა შერჩენოდათ?! შეგახსენებთ 7 - ში რაც მოხდა და შემდეგ გაგრძელდა. 7 აგვისტოს დილით, ცხინვალის მხრიდან ქართულ სოფლებზე რამდენიმე დღიანი განუწყვეტელი საარტილერიო სროლა გაგრძელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რასაც როკის გვირაბიდან შემოსული რუსული ბატალიონებიდან ინტენსიური დაბომბვა მოჰყვა. სამხედრო შეტევის შედეგად ავნევი მთლიანად, ხოლო თამარაშენი , ქურთა, ასევე ფრისი ნაწილობრივ განადგურდა. დაიღუპა და დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა. როდესაც ცხინვალისაკენ მივდიოდით გზად მოსახლეობა გვეგებებოდა, ისინი გვამხნევებდნენ და გვლოცავდნენ მე ვხედავდი მათ თვალებში გაჩენილ იმედის ნაპერწკლებს რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის პროვოკაციები ჩვენს მიმართ ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთებოდა. 7 - ში ჩვენმა ბიჭებმა რამდენიმე რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს, ასევე გამანადგურებელი миг -29. იმ დროს ჩემი ყველაზე დიდი სადარდებელი ჩემი უმცროსი ძმა იყო. ის შ.ს.ს განსაკუთრებულ დავალებათა სამართველოში მუშაობდა, სანამ ჩვენ ნიქოზთან მივიდოდით ისინი უკვე ცხინვალს წმენდავდნენ. სამი ძმა ვართ, იმ პერიოდში უფროსი ძმა თურქეთში მუშაობდა, როდესაც გაიგო რომ საქართველოში ომი დაიწყო. მეორე დღესვე ჩამოვიდა და რეზერვში ჩაეწერა. (მისი ჩამოსვლა მოგვიანებით შევიტყვე) ამ რიგად ოჯახიდან სამი ძმა ვმოქმედებით ტყვიების წვიმაში, მაშინ როდესაც ბევრი სამშობლოდან გარბოდა, ბევრი კი რესტორანში ქეიფობდა. როგორც ზემოთ ვთქვი ჯარისკაცები ავტობუსით გადავაადგილდებოდით ბაზიდან ნიქოზამდე. 21 - ე ბატალიონს ზემო ნიქოზთან მოგვიწია გაჩერება. ტყვია წამალი და სამხედრო აღჭურვილობა სატვირთო მანქანებში იყო ჩატვირთული, მანქანები უსაფრთხო ადგილზე გავაჩერეთ. 7 აგვისტო დაღამდა. შუა ღამისას გავიგეთ რომ სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული ყველა მანქანა დამწვარიყო. მხოლოდ მცირეოდენი ტყვია წამალი გვქონდა ხელთ. იმ ღამეს ზემო ნიქოზში, სასაფლაოზე მოგვიწია დარჩენა, როდესაც იქ ავედით გორის სატანკო ოფიცერი გაცეცხლებული იგინებოდა, 17 ტანკიდან მხოლოდ 3 დამრჩაო. ვინც არ იცის გეტყვით რომ ნიქოზის სასაფლაო შემაღლებულ ადგილზეა. როდესაც აღმართი ავათავეთ სივრცეს გადავხედე. თვალებს არ ვუჯერებდი, - ცხინვალი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მაშინვე ძმა გამახსენდა, გულში სიცივემ დამიარა, სასაწრაფოდ დავრეკე, მისგან შევიტყვე რომ ბრძანების თანახმად მათი შენაერთები ცხინვალიდან გამოსულიყო, მოსახლეობას რამდენიმე საათი მისცეს ქალაქის დასატოვებლად. რუსეთის ჯარს ქართული ჯარი ისევ ცხინვალში ეგონა და ათასობით ჭურვი დაუშინეს ქალაქს. სწორედ ასე ცეცხლში გახვეულს ვხედავდი მას. რუსეთის ჯარმა არ დაინდო ცხინვალში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა. - ამას მოგვიანებით მიხვდნენ მოტყუებული ოსები. სასწრაფოდ გაიცა ბრძანება თავდაცვითი სანგრების მოწყობაზე. ჩვენ კი ისე ვიყავით დაღლილები რომ არაფრის თავი აღარ გვქონდა. ირგვლივ უკუნი სიბნელე ჩამოწოლილიყო. მიწაზე მივეგდე და ვცადე დაძინება. მაგრამ ვერ დავიძინე, ამასობაში ბატალიონის მეთაურმა თავის ასეულებს, ხოლო ოცეულის მეთაურებმა ოცეულებს ჩამოუარეს. - სასწრაფოდ ფეხზე წამოყარეს ჯარისკაცები. სანგრები მხოლოდ ერთ ოცეულს ჰქონდა გაკეთებული. ამ ოცეულის სერჟანტს „კომუნისტს“ ვეძახდით რადგან ზოგჯერ ზედმეტად უყვარდა ლაპარაკი და მეთაურის ბრძანებების ასრულება. სწორედ მისმა „კომუნისტობამ“ გვიხსნა მომდევნო დღეს გარკვეულწილად. დაქანცული ჯარისკაცები ზლანზვით წამოდგნენ და დაიწყეს უხალისოდ სანგრების კეთება. თუმცა მალე ნათელი გახდა რომ ეს შეუძლებელი იყო რადგან საფლავები მჭიდროდ იყო ერთმანეთის გვერდით განლაგებული და თითქმის ყველა ბეტონით იყო შემოღობილი. (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. თითქმის ზეპირად ვიცი შენი ნაწარმოებები, მაგრამ მაინც გულით და სიამოვნებით ვკითხულობ, ძნელია ომზე წერა და ყველა იმ ტკივილის მოგონება რაც გადაგვხდა.
თითქმის ზეპირად ვიცი შენი ნაწარმოებები, მაგრამ მაინც გულით და სიამოვნებით ვკითხულობ, ძნელია ომზე წერა და ყველა იმ ტკივილის მოგონება რაც გადაგვხდა.
8. დაიხოცა შეცვალე- დაიღუპათი. დაიხოცა შეცვალე- დაიღუპათი.
7. ადვილი თხოვნაა ) ადვილი თხოვნაა )
6. გაიხარე გიორგი:) ოღონდ ბატონობით ნუ მომმართავ თხოვნაა:) გაიხარე გიორგი:) ოღონდ ბატონობით ნუ მომმართავ თხოვნაა:)
5. ბატონო კახა ადრე რამდენად გქონდათ დადებული ეგ არ ვიცი ნამდვილად,კარგა ხანი არ ვაქტიურობდი აქ,როცა ვნახე კი წავიკითხე სიამოვნებით ) ბატონო კახა ადრე რამდენად გქონდათ დადებული ეგ არ ვიცი ნამდვილად,კარგა ხანი არ ვაქტიურობდი აქ,როცა ვნახე კი წავიკითხე სიამოვნებით )
4. დიახ,უშუალო ფაქტი ომის დაწყებისა ეგ იყო.მადლობა რომ კითხულობთ, მიუხედავად იმისა რომ ადრეც მქონდა ეს აქ დადებული. დიახ,უშუალო ფაქტი ომის დაწყებისა ეგ იყო.მადლობა რომ კითხულობთ, მიუხედავად იმისა რომ ადრეც მქონდა ეს აქ დადებული.
3. ძალიან დამაინტერესა. დაველოდები გაგრძელებას. ძალიან დამაინტერესა. დაველოდები გაგრძელებას.
2. ეჰ, ყველას ძმას რომ ვეძახით, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად. :) ვისაც ჩავაცვით, იმან გაგვხადა სწორედ.
მესმის, როგორი ძნელია ავტორისთვის ამ ამბის წერა, მაგრამ აუცილებელია, თვითმხილველის მოთხრობილი ამბავი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონაც ამოთქვამს და გულიდან ამოიტანს ამ სიმძიმეს, ჩვენ კი სიმართლე გვეცოდინება. როგორც მე ვიცი, ეგ ომი იმითი დაიწყო რომ ოსურმა მხარემ ექვსი ქართველი პოლიციელი მოკლა... ყოველდღიურად დაველოდები გაგრძელებას,
მადლობა რომ წერ იმ დღეების უმძიმეს ისტორიას. ძნელი საქმეა.
ეჰ, ყველას ძმას რომ ვეძახით, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად. :) ვისაც ჩავაცვით, იმან გაგვხადა სწორედ.
მესმის, როგორი ძნელია ავტორისთვის ამ ამბის წერა, მაგრამ აუცილებელია, თვითმხილველის მოთხრობილი ამბავი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონაც ამოთქვამს და გულიდან ამოიტანს ამ სიმძიმეს, ჩვენ კი სიმართლე გვეცოდინება. როგორც მე ვიცი, ეგ ომი იმითი დაიწყო რომ ოსურმა მხარემ ექვსი ქართველი პოლიციელი მოკლა... ყოველდღიურად დაველოდები გაგრძელებას,
მადლობა რომ წერ იმ დღეების უმძიმეს ისტორიას. ძნელი საქმეა.
1. ველოდები გაგრძელებას ++ ოსი რამდენად არის ქართველის მოძმე მაგას ვერ გეტყვი,ჩვენთან იყვნენ მაშინ,როცა ძლიერები ვიყავით. ველოდები გაგრძელებას ++ ოსი რამდენად არის ქართველის მოძმე მაგას ვერ გეტყვი,ჩვენთან იყვნენ მაშინ,როცა ძლიერები ვიყავით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|