ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2017


კ ა ე შ ა ნ ი

დღეები  წყებად  იყო  უბირი,  უმისამართო  და  თან  უხორცო,
თავაწყვეტილი მოვალეობა  თმებს  ივერცხლავდა  გაურჩებული,
ჰაერი  იყო  ხამი,  გამშრალი  და  უგემური  წვიმის  წყალივით ,           
გარიჟრაჟი კი,  ლომივით  ძლიერ  ემბრიონს  თავისს  ადგილს  უჩენდა.
დაიყო  ყველა  ადგილი,  მრწამსი,  ოდა  და  სახლი  იცვლიდა  ფორმას,
მიწის  სურნელი  თბილად  საბნავდა  ყველას  და  ირგვლივ  ხავერდს  აფენდა.
გრიგალი,  ქარი,  წარღვნები  წყვეტით,  ქალაქებს ჩუმად  იპყრობდა  ბორგვა,
დაინთქა  დიდი  შრომის  შედეგი და მოდიოდა  ხალხი  ნიმფებად,
ო,  ეს  ბურანი,  ტკივილი,  ცრემლი,  გოდება  ზეცას  სარქველსა  ხდიდა,
დაუნდობლობა  და  უნდობლობა მოედო  ყველგან  აბლაბუდებად,
როდემდის  მაინც  ცერი  ლანგრიდან,  ვარდება  რაც  კი,  აღარ  ბრუნდება,
და  უკუნეთი,
სიბნელე  მჭიდროდ
ეპოტინება  ადგილს  და  იდგავს,
იკიდებს  ფესვებს  ფრანს  მესვეურებს
ხელპირს  თავად  ბანს  და  თვალს  უხუჭავსს
და  მძიმე  ჯვარი,  მძიმე  უღელი,  სანანებელი
ძვირად  დაჯდება
სატარებელად.
ო  გარიჟრაჟი,
ო  გარიჟრაჟი,
ო  გარიჟრაჟი,
ო  გარიჟრაჟი.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები