ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2017


ე ა რ ი

მაისმა  ტკივილს  ჩასჭიდა  ხელი
და  რადღაც  ისე  მესტუმრა  ჩუმად
ივნისმა უკვე  მოჭამა  სევდა
და  იმედები  ისევ  მაქვს  ბედად.
მზეც  აქვე  ახლოს  დასახლდა ჩემთან
ნიავმა  ისევ  მომისალბუნა
აგვისტომ  დარდი  გადამიხუნა
და  ხედავ  შენაც  მოხვედი უბრად.
უსტარს  მაწვდი  და  აქვე  ხარ ურცხვად
დრო გადიოდა  ისიც  კი  გშურდა         
ცხოვრება  ჩქარა  გასულა  ხვდები
თუმც  ხელჯოხით  ხარ,  იგივედ  რჩები.
რამ  მოგიყვანა,  მიკვრს  და  ვდგები,
არ  მინდა  ჩემს  წინ  რომ  გხედავ  მტირალს,
აქ    წრებრუნვაა  მუდამ  ვამბობდი
მახსოვს  ჩემს  ნათქვამს რომ  დასცინოდი.
ახლა  კი  წადი  გვიანი  არის
სადაც  აქამდე  დაჰყავ  ისწრაფე
აქ  ერთადერთი  ადგილი  ქარის
სამუდამჟამოდ  გაცვლილი  არის.
მათხოვრის  ხელი  დაგრჩა  გაწვდილი
და  შენი  ყოფა  მსგავსია  ფარნის.



              ქ ა რ ო

ქარმა  ჩამიარა  ვითომაც  რაო,
გვერდზე  ირიბად  და  უდარდელად,
ისე  ოხუნჯად  და  აგდებულად,
სევდაშემორეულს  არც კი  შემომხედა,
უფრო  შემომმატა  ნაღველი  და
დილით  უდროო  დროს  მაწყენინა,
რაო,  რა  გინდოდა  ქარო  ჩემგან 
გზები  თავისუფლად ხომ  შენია.
მიდი  ჩაიარე  როგორც  გინდა
წყალსამც  გაატანე  ეგ  დარდები,
მითხარ  ხომ  არცარა  დაგიშავე
შენი  ნაკვალევიც  არ  წავშალე.
ყაბულ  არცარაში  შეგეცილე
თუ  ჩემი  გულისთქმა  დაგიმალე
მაცალე  ფიქრებთან მარტო  ყოფნა
ჩუმი  დღედაღამე  დარდს  მიყოფდა.
თითქოს ერთი  იყოს  რაც  კი  იყო
შენაც  დამივიწყე  ვითომ  ბრიყვო
გამიგე  დრო  მწიწკნის ისევ  ისე
იმედით  პეშვსაც  კი  არვინ  მივსებს
იქნებ  მზე შიგნითა  ჩრდილებს  მისწვდეს
დარი  შერევია  გარეთ  ნისლებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები