ნაწარმოებები



ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: თარგმანი
1 ივლისი, 2017


ორი ჰაიკუ იაპონელი ოსტატებისგან.

1.გადამწიფებული სუშის ნაჭერი,
მზარეულის სინანულით აღსავსე მზერა.
- Yosa Buson
იოსა ბუსონი (1716 – 178) სამართლიანად ითვლება ედოს პერიოდის (1603-1868) იაპონური ჰაიკუს უდიდეს ოსტატად (მაცუო ბაშოსა და ისა კობაიაშისთან ერთად). ბუსონის ცხოვრების ერთ-ერთ საიდუმლოება გახლდათ პოეტის წარმომავლობა, რომელსაც ის ძალიან განიცდიდა და ყველანაირად მალავდა.  ბუსონი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს აღარ დაბრუნებულა თავის მშობლიურ სოფელში, კემაში, ოსაკის მახლობლად. მას არავისთვის არ აუხსნია მისი ეს უცნაურობა. მთელი ცხოვრება მან მშობლიური სოფლიდან მხოლოდ ოცდაათი კილომეტრის სიშორეზე გაატარა, მაგრამ კემაზე სიტყვაც არ დაუძრავს. ბუსონს არავისთვის არ გაუზიარებია ბავშვობის მოგონებებიც.

2. ფარანი ჩაქრა,
ფანჯრის ჩარჩოში მოჩანს
ვარსკვალავების ცივი ნათება.
- Natsume Soseki
იაპონელები თვლიან რომ ნაცუმე სოსეკი (1867 – 1916) იაპონელთა უპირველესი მწერალია. სოსეკიმ, სახელმწიფო სტიპენდიით რამდენიმე წელი ინგლისში გაატარა და რამდენიმე თვის განმავლობაში, ბრიტანულ ლიტერატურას სწავლობდა ლონდონის University College-ში (UCL).
სოსეკიმ, ძალიან მძიმედ გადაიტანა უცხოეთში გატარებული წლები. მის მოგონებებში ასეთ ფრაზას წააწყდებით:

"ლონდონში გატარებული ორი წელი, ჩემი ცხოვრების ყველაზე უსიამოვნო ნაწილი აღმოჩნდა. ინგლისელ ჯენტლმენებს შორის თავს უბედურად ვგრძნობდი, როგორც საცოდავი ძაღლი, მგლების ხროვაში".

სოსეკის მოთხრობები, "კოკორო", "სანშირო" და "მე კატა ვარ", იაპონური ლიტერატურის კანონიკურ ნაშრომებად ითვლება. სოსეკის ცხოვრება და შემოქმედება, თვით იაპონელებისთვისაც კი, საიდუმლოებით არის მოცული. სოსეკის აზრით იაპონელების ძალდატანებითმა "ვესტერნიზაციამ" დიდი დაღი დაასვა მის მშობლიურ ქვეყანას - "...იაპონელები ნერვულ შოკში ჩავარდნენ, როდესაც მათ რამდენიმე ათეულ წელიწადში მოუხდათ, დასავლური ცივილიზაციის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასა და ცოდნასთან ასიმილაცია..."




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები