ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2017


ქალი ვარ დედობა "დაგემოვნებული"...

ქალი ვარ სუსტი და ჩვეულად ძლიერი,
ქალი ვარ პატარა, დიდიც ვარ ხანდახან,
ზოგჯერ ნაყროვანი, ზოგჯერ კი მშიერი,
შვილებით ფერადი, ხან ზღვა ვარ, ხანაც მთა.
ხან ქალბატონი ვარ, ხან კიდევ მორჩილი, ხანდახან პრინცესას გვირგვინიც მასხია,
უფალთან მუხლი მაქვს უვადოდ მოხრილი,
რადგან დღეს დედობის "სამოსი" მაცვია.
ჩემი ნაშობი რომ მძივებად მებნევა,
მაშინ გოლითზეც დიდი ვარ მგონია.
ქალი ვარ...დედა ვარ...სულს სხივი ებნევა...
სხვა მეტი სამოთხე არც გამიგონია.
და თუ რამ აქამდე სიკეთე მიკინძავს,
ყველა უმნიშვნელო და მდარე ფერია,
დღეს მე იავნანას მქარგავი ქალი ვარ,
ჩემს "წითელ დიპლომში" დედობა წერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები