ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახა გრძელიშვილი
ჟანრი: პროზა
4 ივლისი, 2017


ნიკო (აგვისტოს ომის გამოძახილი) ეძღვნება გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას

ადრიანი შემოდგომა იდგა.მზე საოცრად ლამაზად იძირებოდა ჰორიზონტს მიღმა.გულწითელა მერცხლები ჟივილ–ხივილით ნავარდობდნენ ცაში,მათ არც ბეღურები ჩამორჩენოდნენ და აქაოდა ნაკლები ჭიკჭიკი არც ჩვენ ვიცითო,თავგამოდებით ჭიკჭიკებდნენ და პაწაწინა ფეხებით მოუსვენრად დახტოდნენ ტოტიდან ტოტზე. პარკში დასასვენებლად ჩამომჯდარიყო შუახნის მამაკაცი,გაწვდენილ ხელის გულზე საკენკი ეყარა,მის გარშემო კი მოუსვენრად ღუღუნებდნენ მტრედები,ზოგიერთი მათგანი უშიშრად კენკავდა პირდაპირ მის ხელის გულიდან.
–დედა ნახე ძია ნიკო,მივიდეთ რა. –შესციცინა ბავშვმა დედას და აღარ დალოდებია მის პასუხს – ისე გაიქცა კაცისკენ.
–მოიცა შვილო არ წაიქცე – მიაძახა დედამ შურდულივით გაქცეულ ბავშვს.ოხ შე ონავარო ხომ გითხარი ფრთხილად მეთქი  – და წაქცეული ბავშვი წამოაყენა,  – აბა რა გიქნია ეს,ორივე მუხლი გადაგიტყავებია – მოგიკვდი შენ  გული დაეწვა დედას როდესაც პატარის თვალებში სიმწრის  ცრემლები შენიშნა.ბავშვმა ისევ გაასწრო დედას და ყვირილით ჩაუხტა კალთაში კაცს. – ძია ნიკო, ძია ნიკო – იცი მე დღეს ხუთი წლის გავხდი. კაცმა თავზე ხელი გადაუსვა და მკერდზე მიიკრა პატარა –ოჰო,უკვე დიდი კაცი ხარ ჩემო ბიჭუნი, –სითბო ჩაეღვარა დადარდიანებულ გულში, აი მე შენთვის კამფეტი მაქვს. აბა ჯერ გამოიცანი რომელ ხელში  მაქვს დამალული.
–გამარჯობათ ბატონო ნიკო, როგორ ბრძანდებით,მეუღლე როგორ გყავთ? – მიუახლოვდა ქალიც და მის გვერდზე ,სკამზე ჩამოჯდა.
–გამარჯობა ნინო – გაუღიმა კაცმა, – ეეხ ,რა ვიცი ჩემსას რას დავეძებ, მეუღლეზე ვდარდობ ძალიან.ექიმები  დამაიმედებელს ვერაფერს მეუბნებიან. – თქვენ როგორ ხართ? –სცადა საუბრის გადატანა ნიკოლოზმა.
–მადლობთ კარგად,არა გვიჭირს,– გუშინ ჩამოვედით სოფლიდან,დათუნას ჰაერის გამოცვლა მოუხდა.გაისად სკოლაშიც შევიყვანთ.მართლა  თქვენი შვილისა ხომ არაფერი გაგიგიათ? –გაახსენდა ქალს რომ  მისი შვილი უკვე ერთი წელი იყო  რაც რუსების ტყვეობაში იმყოფებოდა და შეწუხდა.
ნიკოლოზმა უარის ნიშნად თავი გააქნია, –უმძიმდა კაცს ერთად თავს დატეხილი ამდენი უბედურება.ისინი რამდენიმე წუთი კიდევ საუბრობდნენ. – კარგით დაგტოვებთ  ბატონო ნიკო – წამოდგა ქალი  და ბავშვს ხელი ჩაჰკიდა. – იცოდეთ მაგრად იყავით,მხნეობა არ დაჰკარგოთ,უფალი მოწყალეა,ყველაფერი კარგად იქნება – მხარზე ხელი დაადო თანაგრძნობის ნიშნად,თუმცა თვითონაც არ სჯეროდა თავის სიტყვების.
    ის ღამე თეთრად გაათენა ნიკოლოზმა,სიგარეტს– სიგარეტზე ეწეოდა,ძალიან ნერვიულობდა.მეორე დღისთვის საავადმყოფოში იყო მისასვლელი,ექიმს პასუხი უნდა ეთქვა.პასუხი  – უშველიდა თუ არა ოპერაცია მის მეუღლეს.
უკვე ღამის ოთხი საათია,ნიკოლოზი აივანზე გავიდა,გრძნობდა რომ ვერ იყო თვითონაც კარგად. – საოცარია ,ამ ღამით ჭრიჭინებიც აღარ ჭრიჭინებდნენ,ირგვლივ საზარელი სიჩუმე გამეფებულიყო.კაცს ეს ცუდად ენიშნა,ზემოთ,ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა,რაღაცას ბუტბუტებდა,ეტყობა უფალთან ლოცულობდა – მერე სახლში შევიდა და სავარძელში ჩაეგდო.
–ბიჭო ეს მასტი ვინ არის? – უზრდელურად გადააწიტა და თავით სადარბაზოდან გამოსულ კაცზე  მიაიშნა ბირჟაზე მდგომმა მეორეს.
–ვინ შეჩემა?
–აგერ.
–ახ,მაგას არ იცნობ ტო?
–არა,საიდან ორი თვეა რაც გადმოვედი.
–ეგ ძია ნიკოა – მაგარი კაცია,ავღანეთშია ნაბრძოლი და „რამე“.
–მთელი უბანი პატივს სცემს – ჩაერთო საუბარში მესამე. – მაგის შვილი ცხინვალში  იბრძოდა.– მერე დაიჭრა და რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს.თურმე „მაგარი“ სცემეს მაგრამ იმათ დროშას მაინც არ ემთხვია.ნინა დეიდა კი დედამისი, – ნერვიულობას გადაჰყვა,ეხლა საავადმყოფოში წევს. „მაგარი“ ცუდად არის.
–ვა რა ტეხავს ტო – თქვა პირველმა,ვინც საუბარი დაიწყო.მერე მივიდეთ ტო,თუ რამე დახმარება შეგვიძლია დავეხმაროთ.
ნერვიულად შეაღო პალატის კარი ნიკოლოზმა.
–მოხვედით?– ჰკითხა ექიმმა და თვალით ანიშნა რომ ცალკე უნდოდა რაღაც ეთქვა  მისთვის.ავადმყოფს არ გამოჰპარვია ექიმის ეს ჟესტი.იმ წუთში ის  მცირე იმიდიც გაქრა,რაც გულის სიღრმეში კიდევ დარჩენოდა  და ანუგეშებდა თავის თავს. გუში მწარედ მოხვდა ნიკოლოზს ექიმის სურვილი,რომ ცალკე დალაპარაკებოდა მას.პალატიდან გამოვიდნენ და დერეფანში ,სკამზე ჩამოჯდნენ.ექიმს ნერვიულობა ეტყობოდა,სისხლი გაყინვოდა ნიკოლოზსაც.ერთ ხანს ორივე დუმდა,შემდეგ როგორც იქნა დუმილი დაარღვია ექიმმა.
–ვერ არის კარგი ამბავი ნიკო.ავადმყოფი ძალიან გავტანჯეთ,სამწუხაროდ განკურნების შანსი ნულამდე დავიდა.ოპერაცია შედეგს ვერ მოგვცემს,თქვენ მეუღლეს ზედმეტად,ტყუილად გავაწვალებთ,გიჯობთ გაწეროთ.მართლა გულწრფელად ვწუხვარ.
ნიკოლოზი გონებით  უკვე იქ აღარ იყო,საზარლად ჩაესმოდა ყურში ექიმის სიტყვები,როდესაც მისი ხელი იგრძნო მხარზე,მერეღაგამოფხიზლდა. – როგორ,ოპერაცია ვერ უშველის? – თავს ვეღარ მოერია და ხმა აუკანკალდა მას.ექიმმა უარის ნიშნად თავი გააქნია. – საწყალი დარდმა შეჭამა.ჩვენ მაინც ვკითხოთ,ოპერაციაზე თუ დაგვთანხმდება.
–რამდენი,რამდენი დარჩა? – ძლივს გასაგონად იკითხა ნიკოლოზმა.
–ცოტა... ძალიან ცოტა,მიმძიმს ამის თქმა,ალბათ ორი დღე.
–კაცმა გაყინული  მზერა მოავლო ფანჯარას,დუმდა,ძალიან დიდხანს დუმდა,შემდეგ ადგა და პალატაში შევიდა.ავადმყოფის თავთან დაიჩოქა და თავი მის მკერდში ჩარგო.
–ნინა.
–ჩუუ! – ხელი თმებში შეუცურა  ქმარს და თვალზე ცრემლი მოადგა.
–ნინა ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს და აი ნახავ უკეთესად გახდები,შენი თანხმობაა საჭირო.
–არა ნიკო, – მე უკვე ძალიან დავიღალე,ორივემ ვიცით რომ ეგ არ მიშველის. – ოპერაციაზე უარს ვამბობ.წამიყვანე აქედან მალე,გთხოვ,ძალიან გთხოვ,სახლში მინდა მოვისვენო.ჩემი დრო უკვე მოსულია.პატიება მინდა გთხოვო თუკი შენთვის კარგი ცოლი ვერ ვიყავი, თუკი ზოგჯერ უმიზეზოდ გინაწყენდებოდი.ღმერთმა იცის როგორ მიყვარხართ.სამწუხაროა შვილის დაბრუნებას ვერ მოვესწრები,მაგრამ თქვენ ყოველთვის იგრძნობთ ჩემს სითბოს ზემოდან.მითხარი ნიკო ხომ არ დამივიწყებ?
–რას ამბობ ნინა,შენ ისეთი კარგი იყავი და ხარ ჩემთვის,ნუ ითხოვ პატიებას იმისთვის რაც არასოდეს გადიშავებია,ყოველთვის მზრუნველი და მოსიყვარულე იყავი. – ცრემლი წასკდა კაცსაც.ორივენი ტიროდნენ და ერთმანეთის ცრემლები უსველებდათ სხეულებს.
–გახსოვს ხელი რომ მთხოვე? მერე ქორწილი და ჩვენი გიორგი.თვალწინ მიდგას ეხლა შენი სახე პატარა რომ დაიბადა,ისეთი გახარებული არასოდეს მინახიხარ.მე... მე ბედნიერი ვიყავი სანამ ის ავბედითი ომი არ დაიწყო,სანამ ჩემი შვილის,მოუკვდა დედა.ამბავი არ გავიგე.მატაპიეთ რომ გტოვებთ.
–კარგი გთხოვ ნინა,მასე ნუ ლაპარაკობ,შენ კარგდ იქნები,შვილიც დაგვიბრუნდება დღე–დღეზე და აი ნახავ,ჩვენ მთელი ჩვენი ოჯახი კვლავ ბედნიერები ვიქნებით.მთავრობა მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან დარჩენილი ტყვეების გაცვლაზე,რუსეთიც თანახმაა.აი ნახავ რამდენიმე დღეში გიორგი გულში ჩაგიხუტებს.შემპირდი რომ კარგად იქნები.
ქალს ხმა არ ამოუღია.
–შემპირდი ნინა.
–არ შემიძლია ჩემო მეუღლევ,შენ კარგად იცი რომ რამდენიმე დღე დამრჩა,დასანანია რომ წინ ასეთი ბედნიერება მელოდება მე კი ძალა აღარ მაქვს სიცოცხლის,ძალა აღარ მაქვს რომ თქვენზე ვიზრუნო – მაპატიეთ ორივემ გთხოვთ,ძალიან გთხოვთ. – პალატაში გულსაკლავად ისმოდა ქალის ქვითინი.მერე ძალა მოიკრიბა,ცრემლები შეიმშრალა და ქმარს კიდევ ერთხელ ჰკითხა: – ხომ არ დამივიწყებ? ნიკომ ნაზად აკოცა მეუღლეს – არასოდეს ჩემო ძვირფასო.
–მომენატრებით.
–წავიდეთ,სახლში წაგიყვან.
      ეზოში უამრავი ხალხი ირეოდა,ისინი სამძიმარზე იყვნენ მოსულნი. ავადმყოფი გამოწერიდან სამი დღის შემდეგ,მზის ჩასვლისაც გარდაიცვალა.იმ დღეს აღარ ფრენდნენ მერცხლები და არარ ჭიკჭიკებდნენ ბეღურები.მთელი უბანი შეძრწუნებულიყო ნინას გარდაცვალებით.
–საწყალი,თურმე სამი დღე აზრზე არარ ყოფილა – ჩურჩულებდა  ერთ–ერთი ჭირისუფალი.
–ღმერთო რა უბედურება დაატყდათ მათ ოჯახს,საწყალი ნიკო,ღმერთმა გადაატანინოს,ძნელია ძალიან ძნელი. – მოთქვავდა მეორე.
ნიკოლოზი კი თითქმის უკვე აღარ უკუთვნოდა ამ სამყაროს,მთელი მისი არსება ტკივილს მოეცვა.საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ძალიან მოტეხა და სულიერად გაანადგურა.ერთადერთი საზრუნავი ჰქონდა,ღირსეულად დაესაფლავებინა მეუღლე.
მთელი ის დღეები უბანი მხარში უდგა.ნინა სამუდამოდ მიაბარეს მიწას.ნიკოლოზი უსიტყვოდ გამოეთხოვა ცოლს,იმ დღის შემდეგ საწყალს ხმა აღარც ამოუღია სანამ უაღრესად განადგურუბულმა,თვითონაც არ მიაბარა სული უფალს.უბედურს ცხოვრებამ კიდევ ერთხელ უმუხთლა.  -  მეუღლის გარდაცვალებიდან ორი კვირაც არ იყო გასული რომ მთავრობიდან ცნობა და სამძიმრის წერილი მიიღო. -ქართველი ტყვეები ყველანი განთავისუფლებულნი იყვნენ,მხოლოდ ერთი ვაჟკაცი აღარ იყო ცოცხალი. – ეს გიორგი იყო.მეომარს,მებრძოლი გულით ვერ აეტანა მტრის მიერ დამცირება და თავი გმირულად შეეკლა.უბედურმა მამამ წმინდა გიორგის,სამხედრო მამაცობის ორდენი აკანკალებული ხელებით ჩააყოლა შვილს საფლავში. –„ნახე ნინა ახლა ის შენს გვერდითაა,იამაყე ასეთი შვილით“ – ამბობდა გულში და ეფერებოდა საფლავის ქვას.
    p.s    ნიკოლოზმა  ვეღარ გაუძლო და  და უბედური,ორი თვის თავზე    ისიც  გარდაიცვალა.ასე გაქრა ამ ცხოვრებიდან ერთი ბედნიერი,მოსიყვარულე ოჯახი და ამ ცხოვრებაში დატოვა სიცარიელე,ახლობლების გულებში კი მარად სიყვარული.
    p.s  დღემდე ხშირად ნახავთ მათ საფლავებზე მოღუღნე,სევდიან მტრედებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები