ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2017


ც ი რ ც ა ლ ი

ფოთლები,  მწვანე  და 
ფოთლები ფაქიზი.
შეხება  მიჭირს  და
სული მაქვს  ნატკენი.
მოიცა,  ერთხელაც
დამითმე,  მოეშვი,
ზედ  ჩემი სულია, 
მანდ  დასახლებული.
თუ  მოწყვეტ .იცოდე 
ეს  მე  ვარ  იმათში.
უკვე  და  მშვიდობით.
წარსული მიწოდე. 
ფოთლეში  მწვანეში,
ეს  მე  ვარ  იცოდე.
ნიავშიც.  ისევ მე.
ფარულად  ნაფერში.
წვიმაშიც.  მე  ვარ  და
ვარ  თოვლშიც,  ნამქერშიც
ვარ  აქ  თუ, ოდესმე
აქ  აღარ  ვიქნები,
მოდიან  ყოველდღე.
იცოდე  ქედნები.
ჩემთან  და  ვაპურებ,
ყველაფერს  ვუყვები,
შენზედაც  იციან/
ღუღუნით  მითხრეს,  რომ
გელიან,  გიცდიან.
ხომ  გჯეერა  შენ  ჩემი.
მეც,  მჯერა  შენი  და
კამათელს მუჭაში
ჩავუთქვი  დუ–შაში,
ჯდება  და  ხალისით
გავდივარ  ქუჩაში.
მგონია,  დღეს  გზაში
შენ  გადაგეყრები.
ყოველდღე  აქ  ჩემთან
არიან  ქედნები,
ვაპურებ და  აღარც
აღარც  კი  მიფრთხიან.
ვეჩვევით ერთმანეთს
დღეებიც  გადიან
არ  ჩანხარ
ვერ  გხედავ
არ  იცი უცვლელი
დღე–ღამე  როგორაც
საშენო  ფიქრია.
დღეები  და  წლები 
უკვალოდ  მიჰქრიან.
ისევე  როგორც  ეს
ნაჩმახი,  ლექსია.
ბოდიშით,  ბოდიშით,
ბოდიშიც  წესია.

/'/'/'/'/'/'/'/'/'/''/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'/'

დაღლილა  ჰაერი,  დამტვერილ  თვალებით,
დაჰყურებს  მიწას და  ვერაფერს  ახერხებს.
ხეებთან  მიდის  და  ულოკავს  ტკივილით
წყლულიან, ურჩენელ,  უწამლო  ნახეთქებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გუკა ვულოცავთ დაბადების დღეს