ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
4 აგვისტო, 2017


პატარა ქ რ ი ს ტ ი ს დარდები

მომწონს  ჩემი  გარეგნობა,
ჩემი  ლურჯი  თვალები.
თავს  არ  ვიქებ,  უკაცრავად,
ფიქრებს  უცებ  ავყევი.

დღეს  ბაღში  ვარ,  ვაგვიანებ ,
სახლში  მიმეჩქარება,
ძა–ზა  სახლში  მელოდება 
კონტროლი  და წამებაც.

დავიღალე,  უკვე  სახლში,
აღარ დამედგომლება,
შემეზღუდა  ჩემი  ძმისგან,
ნებაცა  და  უფლებაც.

დღენიადაგ  ჩამჩიჩინებს:
გოგო,  ნუ  ხარ  თავნება.
მამამ,  თავი  აგარიდა,
შენზე,  დედაც  ბრაზდება.

ასე  არ  ქნა,  ისე არ  ქნა,
რა  დღეები  მიდგება,
ჩემს  წვრთნასა  და  შენიშვნებში,
ვხედავ,  მეტად  ირჯება.

თავად  ლომი,  თვინიერი,
ავტორიტეტს  იმაღლებს,
ყვლა  აქებს,  ჭკვიანია,
ჩემთან,  მუდამ  იმარჯვებს.

მის  მსგავს  აზრებს,  ვერ  ისწავლი,
თვითნაბადი  ნიჭი  აქვს,
მერე  რა,  რომ,  ჩემი  ძმაა,
მერე  რა,  რომ,  ბიჭია.

მინდა,  რამე  მოვიფიქრო,
მასზე,  უფრო  მაგარი,
სხვა  რამისთვის,  ვეღარ  ვიცლი,
ეგ  მაქვს,  საქმე  მთავარი.

ეს  რაც  არის,  არ  იკმარა,
რჩევის  ხერხი  იხმარა:
მეტიჩრობა,  ხიბლს  გიფარავს,
სილამაზეს  გიკარგავს.

თქვა  ღიმილით  და  ჯიბეში
თან  ხელები  ჩაიწყო,
მე  კი.  ისე  გამაბრაზა
ნერვი,  ლამის  გაიყო.

ბრძენი  ბიჭის  სახელი  აქვს,
მეტყვის  ასე,  აბა  რა.
დაიხსომე.  დამიჯერე,
ჯერ  ეგ,  რჩევა  არ  იყო.

მართლა ბრძენი  ბიჭი  თუა
სადმე  უნდა  იწვევდნენ,
მამასავით,  თვეში  ერთხელ
ხელფასს    უნდა  იღებდეს.

ოხ,  არ  მჯერა,  დავიღალე,
სახლშიც,  ბევრი  საქმე  მაქვს,
კარადები  დავალაგე,
ვეღარ  ვუვლი.  უკვე თავს.

დედაც,  კიდე  უმადურად,
ნახელავს  არ    მიწონებს,
დალაგებულს  ჩემს  ნაწვალებს
ხან  გადაყრილს  უწოდებს.

დაღლილს,  მამა  მეფერება
და ღიმილით  მაკოცებს,
გოგო,  როგორ  დაგიქანცავთ,
ყველას.  ჩემ  თავს  აცოდებს.

დედა,  იქვე  გამომცდელად,
ამდროს,  თვალს  არ  მაშორებს.
ვეღარ  ითმენს,  ჩამიხუტებს
დარდს,  ეს ცოტა  აფონებს.

იქნებ,  ვინმე  დამეხმაროს,
იქნებ  რამე  მირჩიოთ,
ჩემ  ძმას  ნიში  რომ  მოვუგო,
მერე  ერთად  ვიცინოთ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები