ნაწარმოებები



ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2017


გიჟების გიჟი

    გიჟების გიჟი
        ,,კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს:
        მე ვარ გიჟი თუ სხვები?’’
                  ალბერტ აინშტაინი
,,აზრების გუდა’’ ბევრჯერ დავბერტყე,
გამოვქექე და მივაგდე გვერდზე!
,,გიჟი არ იყო! - ვამბობ ალბერტზე,
თუმცა ფრაზაში ,,ძაღლის თავს’’ ვეძებ,
აწონილ სიტყვას არა აქვს ფასი,
გულის კარნახში ვკითხულობ პასუხს,
გიჟების-გიჟის სიცოცხლის არსის,
გამომჟღავნება გულისთქმას არ სურს.
გიჟი თუ იყო,  დიდი გენია,
ჩვენ ჭკვიანები ვყოფილვართ მაშინ?! ...
ამ აზრის მომხრე ნეტავ ბევრია?...
და რა უყრიათ, ნეტავი თავში? ...
,,იმაზე მეტი, ვიდრე გგონია!’’-
ამჯერად, გული მაძლევს ამონახსნს,
თავში კი ყველას ტვინი ,,ჰ -ქონია’’-
თუმცა  ,,დიდების ტოგა’’  არ მისავთ.
თუ ბრძენი, შლეგის მანტიას ირგებს,
შლეგს რაღა რჩება?- არ უნდა კითხვა,
გიჟს არ აშინებს  ,,დიდების კიბე,’’
და არ აშინებს საშიში წინსვლა;
სიბრძნეში, რადგან სიგიჟე მოჩანს,
და სიგიჟეში კიაფობს სიბრძნე,
ორივეს ვარგოთ თავ-თავის ხონჩა,
ვერაფერს შევცვლით, დინებას მივყვეთ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს