ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ხულორდავა96
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2017


საადი შირაზელი ფრაგმენტი

ჰეი, შენ, ვისაც ჩემს საფლავთან მოგიწევს გავლა,
ხამს წმინდანების მოიგონო რიდი და კრძალვა.

საადი მიწად ქცევის გამო არ სწუხს, უფალო,
სიცოცხლეშიაც მიწის მტვერი იყო უბრალო.

ცასა და მიწას აკითხავდა, როგორც ნიავი,
მიწას მიენდო მორჩილებით, განა სიამით.

გაივლის დრო და როცა სხეულს შავმიწა დახრავს,
მიმოატარებს ქარი მის ფერფლს აღმა და დაღმა.

დაე, ყვაოდეს სიბრძნის ბაღი, ბაღი აისის,
ო, ნუთუ მასში ბულბულის ხმა აღარ გაისმის.

საკვირველია, მიიძინოს ბულბულმა ისე,
რომ მის საფლავზე არ აყვავდნენ ვარდები მყისვე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს