ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 ივლისი, 2017


,,რაც არ იწვის არ ანათებს...''

ცოდვოსფერი ვარდებით სავსე სახლი.
წიგნებით დაკავებული თაროები
წიგნები არშემდგარი ისტორიებით
ისტორიები სავსე ცრემლებით
ცრემლები სავსე სევდით
სამყაროს სევდით.
ბუხარი და მასში ცეცხლის ნარჩენები
რომელსაც ჩვენსავით არ უნდათ ჩაქრობა
მაგრამ იწვიან თავისივე სიმხურვალით.
ჰაერი..
რომელიც აღაგზნებს ნაკვერჩხალს..
რაც უფრო აღაგზნებს მით მალე წვავს...
შენ ჰაერი ხარ..
მე აწ უკვე ნახშირი..
ჩამქვრალი ნაკვერჩხალი ვარ..
ლპობისთვის განწირული.....
ქარისგან გაღებული ფანჯარა..
წვიმას ფარდა დაუსველებია..
კრესლოც..
კრესლოში მჯომიც...
მას სცივა?
არა!ის თვითონაა სიცივე...
არა არ მომკვდარა..
არც სძინავს...
არც ღვიძავს..
კი.. არსებობს!
რატომ...?
რატომაც ნახშირი..
რომ დალპეს?
არა!რომ იმ სიდამპლიდან ახალი ხე აღმოაცენოს..
რისთვის?
რომ დაიწვას!
რისთვის?
რომ ანათოს..!
რისთვის?
არ იცის!
აბა?
ერთხელ ბჟუტავდა..
მერე?
მოეწონა..
ბრძოლობს?
ცდილობს...
ახლა?!
ახლა დაეცა...
შემდეგ?
სიოს იმედი აქვს!
წამოაყენებს?
კი თუ თხოვა წამოაყენებს?
როგორ?
როგორც კლდე წამოაყენა......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები