ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2017


მონეტა

"შეინახე შენი თეთრი მონეტა შავი დღისათვის"- არაბული ანდაზა.
...................
თეთრი მონეტა, წვიმიანი შარაგზის ბოლოს
ეგდო და მიწა ისე ჭამდა, როგორც თეთრ ცხედარს.
ისე შორს იყო, მისი პოვნა, ახლა ვერც ვხედავ,
როგორ ავიღე და ვაჩუქე მეზობლის გოგოს.

მემილიონე წელს ითვლიდა ჩემი საათი.
მან ჩაუარა ჩემს წუთებს და ვერსად მონახა
თავისი სახე. თითოეულ მიწის გორახთან
ეგდო სულ სხვისი და ჩემდამი მოძღვნილი თავი.

მე კი იმდენჯერ შევამჩნიე ჩემი ფანჯრიდან,
ლანდი, რომელიც ჩემს ცხოვრებას ადევნებოდა,
მაგრამ არცერთხელ არ მეგონა თუ ევნებოდა,
ეწამებოდა და ერთხელაც, როცა ტაძრიდან

გამოვდიოდი თეთრ კაბასთან ერთად და რიგად
შემოდიოდა ხალხის წყება მეამბორეთა,
ჩამომიარა გაცრეცილმა და ორმა თითმა
ხელში ჩამიდო მასზე უფრო თეთრი მონეტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს