კარზე დააკაკუნეს . . . რატომაც არა?! - მიხვალ და თამამად გააღებ. მერე როცა შენი უკანასკნელი ზარიც ჩამოჰკრავს , ეს წუთი გაგახსენდება და მიხვდები რომ სწორედ მოიქეცი როცა გააღე კარი და არ დახუჭე თვალები ძალით, არ დაიხშე ყურები რათა „არ“ გაგეგო. მიხვდები რომ ეხლა შენ უნდა მიხვიდე მასთან ვინც შენთან მოვიდა მაშინ. მე რომ ადამიანი ვიყო ღმერთს მადლობას შევწირავდი რამეთუ, დამანახა ეს. შენ კი არ თქვი მადლობა და არ იტყვი მერეც, არა უმადურობის გამო, არამედ იმიტომ, რომ დრო აღარ დაგრჩება. ღმერთი კი გელოდა . . . იცი რამდენ ხანს გელოდა?!შემდეგ კი ზურგით შეტრიალდა, რათა დემონებს არ დაენახათ მის თვალებზე იმედგაცრუების ცრემლი და არ ეზეიმათ. მანამდე კი გაღებულ კარში ვერავის ამჩნევ, - მყისვე დახურავ და სწორედ მაშინ იგრძნობ ტკივილს! თითქოს მაგ საზარელ, ბინძურ ხახაში ხელი ჩაგიყვეს და შიგნეულში დათესეს ბეწვი, რომელიც აღმოცენდა, მომწიფდა და ძნებად დადგეს! ეხლაღა მიხვდები ვინც მოსულა და სანამ შეყვარებას ან შეძულებას მოასწრებდე, ვინ იცის, მთელმა ცხოვრებამაც განვლოს. მე კი გეტყვი რომ სხვა გზა არ ჰქოდა მას. რამდენჯერ მოსულა ის შენთან და არ მიიღე?! ვერ შეამჩნიე ოაზისი შენს უდაბნოში. რამდენჯერ შემოგიცურეს კონვერტი კარის ღრიჭოში? მაგრამ არც გახსენი, ისე ჩაუძახე ნაგვის ურნაში! მე რომ ადამიანი ვიყო, იმდენს ვიტირებდი სინანულით ჩემივე საქციელების გამო, სანამ მლაშე ცრემლების ზვირთები არ ჩაგახრჩობდა და შენი სახით არ მოკლავდა უმადურობას და სიზარმაცეს. საკუთარ თავში ჩაიხედე! ხედავ იმ ტრამალს? მიდი, იარე! აგერ საფლავიც... - რას ხედავ კიდევ? - მის გარშემო ხუთი ლოდია. - დასაბამიდან ეგ ლოდები მანდ ჰყრია, მაგრამ ხავსი არ მოსდებია არც ერთს. გაინტერესებს ეს საფლავი ვისია? მაშინ, შეხედე მასზე წარწერას და როდესაც საკუთარ სახელს ამოიკითხავ, არ გაგიკვირდეს, რადგან ეს შენ მოჰკალი შენივე თავი. სწორედ შენ დაასამარე შენში ღვთის ხატება და სასოება მაშინ, როცა შეგეძლო მოფერებოდი მშობლებს, და-ძმებს, შვილებს, მეუღლეს, მოყვასს! როცა შეგეძლო გულწრფელად გეთქვა უფლისთვის მადლობა და სიყვარულში დამდნარიყავი, - ეს არ გიქნია! ნუ მეტყვი, რომ გიყვარდა და ეფერებოდი მთელი სიცოცხლე, - ეს სიცრუეა! - დავიღალე. - არ დაიღალე, ნუ დაჯდები მაგ ლოდებზე! რაც შეიძლება დიდხანს იდექი მუხლებზე და იტირე მანამდე, სანამ საფლავზე ამ ხრიოკში არ ამოვა ხე საუნჯისა, რომლის ნაყოფიც მოგცემს პასუხს თუ რა არის ადამიანი და მისი არსი. - აი, ამის თქმა უნდოდა მას, მაგრამ არ უსმენდი. არ გინდოდა მოგესმინა იმისთვის, რაც სხვისი სინანულით იბადებოდა და ჯიუტად გთხოვდა მიღებას შენივე გადარჩენისთვის. ეხლა კი იქნებ იმ ტკივილმა დაგანახოს გზა. მაგრამ არა! ტკივილსაც კი არად აგდებ, ოღონდ კი ის ქნა, რაც შენ გინდა და არ არის სწორი. ვხედავ, უკვე ხუთივე ლოდზე მოგისწრია დაჯდომა, სანამ მე ჰიქსის ბოზონს* ვეძებდი. ახლა კი ადექი და ამხილე საკუთარი თავი მაგ ლოდებზე გაკეთებული წარწერებით: 1) პატივმოყვარეობა. 2) სიზარმაცე. 3) . . . 4) . . . 5) . . . შენი სინანული სხვას სინდიდის ხმად დაუბრუნდება.
--------- *ჰიქსის ბოზონი - ე.წ „ ღვთიური ნაწილაკი“, რომლის არსებობის დადასტურებას 50 წელი დასჭირდა. ეს არის ნაწილაკი რომელმაც დიდი აფეთქების შემდეგ, სხეულებს და უმცირეს ნაწილაკებსაც კი მასა შესძინა. აქ გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება დრო ადამიანის დაბადებიდან მისი 50 წლის ასაკამდე. შესაბამისად, იმ ხუთ ცოდვას ადამიანი 50 წლამდე სჩადის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კახა კარგია რომ დაგვიბრუნდი, ცხოვრება მიდის წინ თავისი ციფრული რევოლუციით და ჩვენც ადამიანებმა უნდა ავყვეთ, ვეცადოთ ახალ-ახალი სურვილებით, იდეებით , ახალი სიხარულებით და ახალი ნაწარმოებებით შევავსოთ მომავალი დრო, რადგან სიცოცხლე მოძრაობაშია, ჩვენ ადამიანები ცოდვილნი ვართ, რადგან მიწიერნი ვართ, და აქედან ერთი გამოსავალია "სინანული" რადგან
შენი სინანული სხვას სინდიდის ხმად დაუბრუნდებაო-კარგად წერ. კახა კარგია რომ დაგვიბრუნდი, ცხოვრება მიდის წინ თავისი ციფრული რევოლუციით და ჩვენც ადამიანებმა უნდა ავყვეთ, ვეცადოთ ახალ-ახალი სურვილებით, იდეებით , ახალი სიხარულებით და ახალი ნაწარმოებებით შევავსოთ მომავალი დრო, რადგან სიცოცხლე მოძრაობაშია, ჩვენ ადამიანები ცოდვილნი ვართ, რადგან მიწიერნი ვართ, და აქედან ერთი გამოსავალია "სინანული" რადგან
შენი სინანული სხვას სინდიდის ხმად დაუბრუნდებაო-კარგად წერ.
10. ეეეჰჰჰ... მაგრამ, ისიც გამიგია, რომ სინანული გადაგვარჩენს... გადავრჩენილვართ და ეგ არის:) მომეწონა... მთავარია, სინანულიც არ დავკარგოთ... ნუ, თუ ანგელოზებრივად ვიცხოვრებთ: წინასწარ თუ დავინახავთ, რომ რასაც ვინანებთ, ის არ ჩავიდინოთ, მთლად უკეთესი. სიფხიზლეა საჭირო + ეეეჰჰჰ... მაგრამ, ისიც გამიგია, რომ სინანული გადაგვარჩენს... გადავრჩენილვართ და ეგ არის:) მომეწონა... მთავარია, სინანულიც არ დავკარგოთ... ნუ, თუ ანგელოზებრივად ვიცხოვრებთ: წინასწარ თუ დავინახავთ, რომ რასაც ვინანებთ, ის არ ჩავიდინოთ, მთლად უკეთესი. სიფხიზლეა საჭირო +
9. დიახ მუხა, სიცოცხლის ბოლომდე ჩადის ცოდვას ადამიანი,(არიან გამონაკლისნიც -განღვრთობილი, უვნებო ადამიანებიც) აქაც სწორედ როდესაც სინდისი მიიყვანს ადამიანს საკუთარ საფლავზე სადაც ხუთი ლოდი გდია----"დასაბამიდან ეგ ლოდები მანდ ჰყრია, მაგრამ ხავსი არ მოსდებია არც ერთს."--- ნიშნავს იმას რომ გამუდმებით, სიცოცხლის ბოლომდე ჯდებოდა (ჩადიოდა ცოდვას ადამიანი) რის გამოც ხავსი არ მოედო ლოდებს. დიახ მუხა, სიცოცხლის ბოლომდე ჩადის ცოდვას ადამიანი,(არიან გამონაკლისნიც -განღვრთობილი, უვნებო ადამიანებიც) აქაც სწორედ როდესაც სინდისი მიიყვანს ადამიანს საკუთარ საფლავზე სადაც ხუთი ლოდი გდია----"დასაბამიდან ეგ ლოდები მანდ ჰყრია, მაგრამ ხავსი არ მოსდებია არც ერთს."--- ნიშნავს იმას რომ გამუდმებით, სიცოცხლის ბოლომდე ჯდებოდა (ჩადიოდა ცოდვას ადამიანი) რის გამოც ხავსი არ მოედო ლოდებს.
8. საინტერესო რამ არის , ვეთანხმები ავტორის ვერსიას, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით ადამიანი ცოდვას სიცოცხლის ბოლომდე ჩადის. საინტერესო რამ არის , ვეთანხმები ავტორის ვერსიას, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით ადამიანი ცოდვას სიცოცხლის ბოლომდე ჩადის.
7. მადლობა გიორგი და მადლობა ნექტარ, საინტერესო კომენტარისთვის:) მადლობა გიორგი და მადლობა ნექტარ, საინტერესო კომენტარისთვის:)
6. მშვენიერია! აქ არის მისტიკური სისაადავე და სულიერი იაზმა მოპკურებული, დამაფიქრებელი სევდა ჩვენი
განვლილი გზისა, რომელსაც სიმრუდეს ვერასოდეს ვუსწორებთ. და არის ბორცვები ჩვენს
სულზე კუზივით. მშვენიერია! აქ არის მისტიკური სისაადავე და სულიერი იაზმა მოპკურებული, დამაფიქრებელი სევდა ჩვენი
განვლილი გზისა, რომელსაც სიმრუდეს ვერასოდეს ვუსწორებთ. და არის ბორცვები ჩვენს
სულზე კუზივით.
5. კარგი პასუხია ) კარგი პასუხია )
4. კარგი პასუხია ) კარგი პასუხია )
3. დანარჩენი ეგ ინდივიდუალურია და თვითონ მკითხველის გადასაწყვეტია. პირველი ორი კი ეს "ყველასია" დანარჩენი ეგ ინდივიდუალურია და თვითონ მკითხველის გადასაწყვეტია. პირველი ორი კი ეს "ყველასია"
2. დანარჩენი ეგ ინდივიდუალურია და თვითონ მკითხველის გადასაწყვეტია. პირველი ორი კი ეს "ყველასია" დანარჩენი ეგ ინდივიდუალურია და თვითონ მკითხველის გადასაწყვეტია. პირველი ორი კი ეს "ყველასია"
1. დანარჩენი სამი ცოდვა? დანარჩენი სამი ცოდვა?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|