ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ემილი1999
ჟანრი: დრამატურგია
10 ივლისი, 2017


ზღვის სუნთქვა VI, VII, VIII

სიტყვა 'ხელოვნება' ყველაფერს ამბობს, ხელოვნება ადამიანია, და კიდევ, პირიქით... ყველა ადამიანი, სამყაროს სულ სხვა თვალით ხედავს, 
განსაკუთრებით ხედავენ ისინი, ვინც, ხელის მოძრაობით გადმოსცემს, ყველა იმ ემოციას და შთაბეჭდილებას რაც მან განიცადა... 
და ბოლოს შედეგი... სულის ნაწილი ხდება.

VI
(ლეილა) _ უკაცრავად, ვინმე არის აქ? ჩემი გესმით? სად წავიდა ყველა? (ირგვლივ, საშინელი სიჩუმეა)
მე, რაც მჭირდება, უნდა ვიპოვო, მაგრამ სად? 
(ჯანლუკა) _ მე დაგეხმარებით.
(ლეილა) _ თქვენ ვინ ხართ, სად წავიდა ყველა, არ იცით?
(ჯანლუკა) _ ჯანლუკა..
(ლეილა) _ ალის, მეგობარი? 
(ჯანლუკა) _ დიახ, თქვენ ალბათ ის ხართ, ვისზეც ალი ხშირად საუბრობს, ლეილა?
(ლეილა) _ მე, ტილო და საღებავები მჭირდება.
(ჯანლუკა) _ გამომყევით.
(ლეილა) _ თქვენ? 
(ჯანლუკა) _ ვიცი, სადაც არის.
(ლეილა) _ თქვენ აქ მუშაობდით?
(ჯანლუკა) _ დიახ, მერე საცხოვრებლად, სხვაგან გადავედი.
(ლეილა) _ მივხვდი.
(ჯანლუკა) _ ეს, იყო ჩემი სამუშაო ოთახი.
(ლეილა) _ კი, მაგრამ ეს ხომ ალის ოთახია?
(ჯანლუკა) _ ინებეთ, ტილო და საღებავები, ფუნჯები გაქვთ?
(ლეილა) _ ფუნჯები? არა, არ არის საჭირო, გმადლობთ.
(ჯანლუკა) _ მალე დაბრუნდება, არ ინერვიულოთ...

(ლეილა) _ რატომ არის აქ? თანაც , ასე უცნაურად რატომ იქცევა? მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, ის მაქვს, რაც მინდოდა.

VII
(ჯანლუკა) _ შეიძლება?
(ლეილა) _ მობრძანდით.
(ჯანლუკა) _ თავს როგორ გრძნობთ?
(ლეილა) _ ჩვეულებრივად.
(ჯანლუკა) _ რას ხატავთ?
(ლეილა) _ 
(ალი) _ ჯანლუკა? აქ რას აკეთებ? ძალიან მომენატრე.
(ჯანლუკა) _ მეც, გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი, აქ ყველაფერი მომენატრა...
(ალი) _ შენი მესმის, თქვენ უკვე, ერთმანეთს იცნობთ?
(ჯანლუკა) _ დიახ.
(ალი) _ კარგია, ყავა თუ ჩაი?
(ჯანლუკა) _ ჩაი.
(ალი) _ ლეილა?
(ლეილა) _ მეც, ჩაი.
(ალი) _ რა ხდება შენსკენ? ქალბატონი, ვერა როგორ გრნობს თავს?
(ჯანლუკა) _ ისეთი არაფერი, ყველაფერი ძველებურად, დედაჩემი კარგად არის.
(ალი) _ კარგია, ლეილა რას ხატავთ?
(ჯანლუკა) _ მეც მაინტერესებს.

წარსული, მოგონებები, აქ სიტყვები ზედმეტია, რადგან, დრო ამბობს ყველაფერს.

VIII
(ალი) _ ასე, მოულოდნელად რატომ გამოჩნდით?
(ჯანლუკა) _ მოულოდნელად? დიდი ხანია, ამ დროს ველოდებოდი.
(ალი) _ ახლა, რას აპირებთ?
(ლეილა) _ არ ვიცი, მთავარი ის არის, რომ ლეილამ გამიხსენოს.
(ალი) _ თუ, ეს არ მოხდა?
(ჯანლუკა) _ აბა, თქვენ რისთვის ხართ.
(ელენი) _ დოქტორო, შეიძლება გაგესაუბროთ?
(ალი) _ რა თქმა უნდა.
(ჯანლუკა) _ ვფიქრობ, კიდევ დაგრჩათ რაღაც სათქმელი, კარგი სხვა დროს იყოს.
(ალი) _ არა, ახლა არ შემიძლია, სხვა დროს, უნდა წავიდე.
(ელენი) _ კი, მაგრამ... კარგი.
(ჯანლუკა) _ შემიძლია დაგეხმაროთ?
(ელენი) _ არა, გმადლობთ.
(ჯანლუკა) _ ჩემი სახელია, ჯანლუკა.
(ელენი) _ ელენი.
(ჯანლუკა) _ სასიამოვნოა.
(ელენი) _ ჩემთვისაც, ახლა უნდა დაგტოვოთ, დროებით.
(ჯანლუკა) _ დროებით.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები