ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2017


მათ, ვინც უგრძნობელის ნიღაბს ამოფარებია და სიყვარულის ისე ეშინია შიშისგან იფსამს.

გრძნობების მათხოვრად გადავიქეცი,
ჩახშობილი და ფეხქვეშ გათელილი გრძნობების.

სასაცილოა
აქეთ რომ ეხვეწები ადამიანს
აღიარე რომ გიყვარვარ
ნუ გეშინია...

რატომ ეშინიათ ადამიანებს ბედნიერების?
რატომ მითხარით
რომ არ გავგიჟდე.

როგორ კომფორტულად გრძნობს აქ
ყველა თავს როცა
ცუდადაა.
ამაზრზენია
გული მერევა ტრაგედიების
მოტრფიალეებს
მიწა ვერ იტევს.

ღმერთო
მითხარი -
რატომ არ მიეცი ამ ხალხს
კარგად ყოფნის სურვილი?
რატომ ეშინიათ სიყვარულის....
თუმცა
ჩვენ ვირჩევთ.
ნება ჩვენია .
ნეტავ არ იყოს !

ახლა მომხედე ჩემო ძვირფასო,
ბოლო სიტყვები
ისმინე ჩემი !

სასაცილოა
როცა გგონია
ძლიერი შენ ხარ ,
თუკი უგრძნობელის ნიღაბს იფარებ
და
შენ თავს ეტყვი
რომ არ იფიქრო ჩემზე.
რა სასაცილო ხარ
როცა
ჩემს მონატრებას ამჯობინებ
რომ
გული გადააყოლო სადმე
და
საერთოდ დაივიწყო
რომ გული გტკივა.

აქ
ყველგან ნახავთ სახრჩობელებს
ილუზიებისგან დაგრეხილ
ბაწრებს
ყულფებს ,
სადაც
ყველამ თავი დაიხრჩო,
რადგან შეშინდა .

ადამიანი
ისეთი არსებაა
ჯოჯოხეთს აიტანს ,
ოღონდ იმას ვერა
რომ ბედნიერი იყოს.

აქ ყველა ცოდავს ,
იგროვებს ცოდვებს,
განა არ იცის როგორ ცხონდება?
არა ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეგ,
სინათლეს გვერდს ვერ აუვლი ,
ჭეშმარიტება ისე ანათებს ,
ბრმებიც ხედავენ.
ცოდავს იმიტომ რომ ეშინია
სამოთხეში არ მოახვედრონ,
ღმერთთან არა ოღონდაც
მასთან არა და
ეშმაკს აიტანს.

წადი იცხოვრე
იბედნიერე
მაგას თუ სიცოცხლე ჰქვია
ჩემო ძვირფასო!
იწექი წუმპეში და
ტალახით დასვრილი ხელები ლოკე ,
კარგად ჩაძვერი სიბინძურეში,
შე უბედურო
შე უბედურო

.....

ბედნიერი ხარ?

თავი იგრძენი კომფორტულად
ახლა ხო წევხარ
აღარ გიწევს
იბრძოლო .
მატლო.
შენს სტიქიაში გამოიკეტე ,
ფრთხილად იარე
შე საცოდავო
ვინმე არ ნახო
არ შეგიყვარდეს !
არ შეგიყვარდეს !
და გადამმალე
ფსიქიკის იმ სიღრმეებში
რომ ვერ მიპოვნო
ვეღარასოდეს .

იარე მასე
უგრძნობი სახით
....
მე რა ....
მე აგერ,
ეს ღრუბელიც კი
მაბედნიერებს .

ვგლოვობ
უბრალოდ
კიდევ ერთი
უკვდავი სულის
თვითმკვლელობას
რომ ვერ გაუძლო
ბედნიერებას
ღმერთს და
სიყვარულს...

შენ კი იცოდე ,
შენ -
ვინც გარბის და
უარს ეტყვის გულწრფელ სიყვარულს ,
ანდაც სიკეთეს ,
რომ მოაწერე ხელი ეშმაკთან
და იმედი მაქვს სიცოცხლის შემდეგ
მოგახვედრებენ ისეთ ნათელში
რომ ვერ გაუძლო
თავი დაიწვა.

ახლა კი
წადი
იბედნიერე
შე უბედურო
უბედურებით
იბედნიერე !

სხვა რის თავი გაქვს.

....

და შენნაირებს
როცა ვუყურებ
უფრო ვრწმუნდები ,
რომ არ არსებობს არც ჯოჯოხეთი
და არც სატანა .
ქრისტემ
რომელმაც თავი გაწირა
და მოგვიტევა
და შეგვიყვარა
დაგვასაჩუქრა
ყველა სამოთხით.
და სიყვარულით.
!
უბედურება
ჩვენვე შევქმენით

....

და სიურპრიზი !
თქვენ მტანჯველებო
მაზოხისტებო !
არავინ დაგსჯით ,
როგორ დაგცინებთ !
ეშმაკის ნაცვლად
მიტევებას რომ შემოგაჩეჩებენ ხელში
და იმ სიყვარულს
ხელი რო კარი და
ვერ გაუძლე.

აქ კი
მარტო ვარ,
ან ვერ ვიპოვნე
ადამიანი და
ჩემიანი.
ვნანობ მხოლოდ ერთს
რომ
გულწრფელობა ასე გავფლანგე,
ასე მჯეროდა...
მიამიტურად...

მაგრამ ნუ ღელავ და ნუ გგონია,
რომ ხვალ იგივეს
არ გავაკეთებ,
არ დავიჯერებ...
თუნდაც იმედი
რომ გამიცრუვდეს.
სულ არ მადარდებს.
გრძნობების მალვას მე მირჩევნია ,
გულუბრყვილო მეძახოს ყველამ
.....
შენ კი
კარგად ამოეფარე მაგ ნიღაბს
თორემ
კვლავ შეგიყვარებს
ვიღაც სულელი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები