ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: კოლანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 ივლისი, 2017


პანაშვიდი

მე შემთხვევით შევხვდი საკუთარ თავს და მას შემდეგ ერთად მოვათრევთ სხეულს ,რომელიც არაფერში გვჭირდება,მაგრამ ზოგჯერ ორივე ვფიქრობთ,რომ გარდაუვალია სიცოცხლე ,ვერ აცდები სიკვდილს . მოვდივართ ორი პიროვნება -ის ვინც ვარ და ის ვინც მინდა ვიყო და არაფერი საერთო არ გაგვაჩნია გარდა სხეულის,რაც ვახსენე უკვე, როგორ გავხდე "ის" თუ ყველაფერი ვიცი ყველაფრის შესახებ  და ვერ მოვატყუებ საკუთარ თავს- ანუ ის ვინც ვარ. და ვინ ვარ? ადამიანი,რომელსაც ეს სამყარო ნაწილებად აქუცმაცებს და ეს იცის,ხოლო ვიდრე თავად დანაწევრდება, სხვების გაქრობას აკვირდება. ზაფხული? ზაფხული არაფერს ცვლის, სეზონური ცვლა ვერ შეცვლის ,მეზობლის,მეგობრის, დედის,მამის, და-ძმის, შვილის, ნათესავის თუ სრულიად უცნობის პანაშვიდს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები