ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ბ/ბ
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2017


ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოცნება...

გამიხსენე, სანატრელო,
როცა წავალ სამსჯავროს,
შენი სულის ნეტარებამ
იქაც გადამატაროს
ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოცნება,
ერთის თვლათა ცდუნება,
სიყვარულის საოცრება
და შენი ერთგულება.
გამიხსენე, როგორ ვწერდი
ჩემი სულის სიგიჟეს,
ჩუმად როგორ ვიტაცებდი
შენ სახიდან ღიმილებს.
ვაგროვებდი, ვინახავდი,
როგორც ოქროს განძეულს,
ღრმად, გრძნობებთან ჩავმარხავდი
სულში ფითრად ჩახვეულს.
როგორ მინდა, რომ მეცადა
ხეტიალი ცისპირზე,
დავრჩებოდით იქ მე, ცა და
იმ ღიმილის სიგიჟე.
გამიხსენე, სანატრელო,
როცა წავალ სამსჯავროს,
შენი სულის ნეტარებამ
იქაც გადამატაროს
ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრა ოცნება,
ერთის თვალთა სამყარო,
სიყვარულის საოცრება
ნეტავ რას შევადარო!
                                  ~ბ.ბ.~

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები