ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: აჰასფერი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2017


***

სადღაც მარტოსული ბულბული გალობდა,
სადღაც მოშორებით კედარი ხარობდა,
ბულბულის გალობიდან ჰანგი მოდიოდა,
ჰანგი,რომლიდანაც ბუნება ხარობდა.
მისი ნაამბობით,ზეცაც კი ატირდა,
უტიფარ ღრუბლებსაც კი ცრემლები დასცვივდა,
წვიმის დანახვაზე ბულბული გაფითრდა,
ფრთები გაშალა და შინისკენ გაფრინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები