ნაწარმოებები



ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2017


ელენ(ე)

დრო არის, ელენე,
წვიმები გარბიან,
გარბიან წვიმები და რამე მოიცვი,
თვალებში ჩამხედე, სუფთა და დარდიან
შენს სახეს იპოვი, ისედაც ხომ იცი.

ელენე, დრო არის,
გიცდიან წვიმები,
კარებთან დაყრილი პეპლები ფრთიანობს,
გაყევი კარეტას სანამდეც ინებებ,
ოღონდაც წერილი არ დამიგვიანო.

დრო არის, ელენე,
ფარდები დაწიე,
ცა მხოლოდ ეჭვებით სავსეა აქედან,
ძილის წინ ხანდახან თუ შემომაციებს
სარკეში ღიმილი დატოვე, დავხედავ.

ელენე, ხელები, ტუჩები, მკლავები,
ვერც ვერსად მიდიან, ვერც წავლენ ვერასდროს,
თითები, ტუჩები , ტუჩები მკლავენ და  ნაცნობი სურნელიც ჩვეულად წერას მთხოვს.

მიდიან წვიმები, გზები აქვთ ნარჩევი,
სუნთქვაა ზედმეტი, სიტყვები ზერელე,
და სანამ მიხურავ კარებს და დარჩები,
მუზები მოიცვი, გიხდება, ელენე !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები