ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2017


რ ე გ ა ლ ი ა

გაიმირაჟა  შევრცხლილმა  ჩემმა  ოცნებამ
შიგ  ჩაგაქსოვა  სამკერდესთან  ძვირფას  ნიშნულად
მონაქარგებში  შესულია ყველა  შეხვედრა 
და  შენი  მზერა  ისევ  ისე  უკმარისობის
მძივად  მიბმია  ყველა  შენი  თბილი  ღიმილით
და  ზამთრის  ამინდს  ცხოვრებისას  უქმნის  საამოს 
უსათუთესი  პირობათა  სამოთხისეულ 
კერას  რომელიც  სიამაყემ  არ  შეადგინა
სიბერის  ბუხარს  სამკაულად  დაადგა  თავზე 
და  სამშვენისი  თბილი  ხელის  შენი  ალერსი 
შემოახვია  გამჭვირვალე  შლემივით ირგვლივ,
აქ  თბილისშია  გაზაფხული  გაზაფხულივით
ატმის,  ნუშების  და  ტყემლების  ფეთქვა  ჩამესმის
შემორჩენილა  თავშეყრის  და  ყომარბაზობის 
მივიწყებული  ტრადიცია და  სიხალისე
შენაც  აქა  ხარ  ისევ  ისე  თავდაჭერილი 
ბავშვობაშემშრალს  შეგრჩენია  სურვილთა  ღმერთად 
ის  ერთად  ყოფნის  სინანულის  გაუსაძლისი 
დაუვიწყარი  ოქროს  ხანის ჩრდილით ტკივილი
მიახლოვდები  და  ჩვენს  შორის დგება  მირაჟი 
დიდი  ქალაქის  მთელი  ჭრელი  ჰაეროვანი 
იმ  სამყაროსი  ჩვენი  ბაღი, ჩვენი  ქვეყანა 
და  ჩვენი  ხალხი  ერთგულებით,  სითბოთ  რომ ვიცან,
თბილა, ო  როგორ,  არც  კი  იცი,  იქ  როგორ  თბილა 
ჩვენი  სამყარო  შეფოთლილა  ლილიანებში
ფარმონიული  ფერებია  შერწყმული  ყველგან
შილიფად  ჩაცმულთ  შემოგვხარის  ფრინველიც,  თრემლაც 
და  ჩვენს  ცას  სწვება  საოცარი  მათი  გალობა
რომელიც  ჩვენი,  მთელი  ჩვენი ცხოვრების  ტილოს 
აფერადებს  და  ხატოვანად  ცას გვილამაზებს
და  მზეც  ინათებს  სულ  სხვა  არის  იქაური  მზე
სხვაგვარი  სხივით  ეფერება  მთელ  ჩვენს საუნჯეს
მოდის  ჩვენთან  და  სხივებს  როგორც,  როგორც  სასწაულს 
შემოგვახვევს  და  ააცეკვებს  ოქროცურვილებს,
საოცარია  ვარდისფერი  მკრთალი  ცისფერით
მთელი  სამყარო  გაეხვევა  ოქროსფერ ჩადრში 
და  მე  ბედნიერს  ხელში  ისევ  მიპყრია  მჭიდროდ 
შენი  ხელი  და  ჩემი  კალმის  გრძნობის  სიმბოლო 
და  ის  რაც  არის  რაც  მუდმივი  და  რაც  ჩვენია 
უწყვეტ  სამყაროს  უყველაფროდ  ციმ–ციმ  შერწყმია
ის  რაც  ჩვენშია  ჯერაც  ვერვინ  ვერ  შეხებია
დღე  ერთია  თუ  დღე  ათასი  გამკვირვებია.
სუნთქავს  სიწმინდით,  სიყვარულით  ჩვენი  სამყარო 
ვხედავ  და  მინდა  შენც  გითხრა რომ იქ  მარტოდ  ვცხოვრობთ 
მსგავსად  ვითა  ცის,  ვარსკვლავების  ყველა  ამინდის
არსებულის  თუ  თქვი  თუ  გინდა  არარსებულის
ოღონდ  რამე  თქვი  მსგავსი  რამე  მითხარი  შენაც.....
აქ  რეგალია,  უხილავი  ეს  რეგალია
ჩვენი  აწმყოა, წარსულიც  თუ  თვით  მომავალიც .
სულში  ქარია, ქარი  ისე  აკვიატებით
ბაღი  ავსილა  მოყვავილე  თეთრი  ატმებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები