ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2017


ყბადაღებული

ყბადაღებული შემომჩხავის დღე ხვალინდელი.
მშიერ უპეებს ნამცეც-ნამცეც დრო და დრო ვკვებავ.
უაზრობაა სუნთქვა ჩუმად და გარინდებით,
არც უღიმღამო სიხარული არ არის შვება.
ძალადაკარგულ ვადაგასულ პერგამენტს ვგავარ,
გადაფითრებულ მელნის კვალი ვარ საუცხოო.
ვინახავ დროის ვერამოჭმულ სიფხიზლეს თავნად.
იქნებდა თავი  ტკივილებსაც გადავუთვალო.
წაიღეთ ჩემი ვერშემდგარი ბედნიერება,
გაძარცვეთ სულის სარკოფაგი მავანთ და მავანთ.
გატანთ გულუხვად - ნაფერადებ ბედნიერებას,
ტყის პირა ქოხს და მასში მცხოვრებ სიბერეს გატანთ.
ცარიელ სხეულს ვიმარაგებ ახალი სევდით,
დროებითია ამ ლოდების ბეჭებით ზიდვა.
ვიცი ამჯერად ბედისწერა ჯიუტად მებრძვის.
დაბადებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩუმად რომ მცდიდა.
ვათევ ღამეებს, ფეხით ვთელავ გაცრეცილ ჭილობს.
საკუთარ თავთან დიალოგი იქცა ზმანებად.
ცხელია ქვიშა - წვრილ მარცვალთა ნაკრები ტილო.
და ალიონზე ტკივილებთან მინანავება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები