ნაწარმოებები



ავტორი: კოსტა
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2017


საერთოდ

შემიჩნდა ეს გოგო, თაფლისფერთვალება...
ჯანდაბას რაც არის, დავიწყებ ბოლოდან!
ცისფერი აფრები აქ იფრიალებდა
ამ გემს რომ საერთოდ აფრები ჰქონოდა...

სმენასაც დავძაბავ, ხმაა უცნაური.
დაღლილმა თვალებმაც დილის მზე მოლიეს.
აქ გაისმებოდა თოლიას ხმაური,
ამ დროს რომ საერთოდ ეღვიძოთ თოლიებს...

გამოდი გემბანზე, ვუყუროთ დელფინებს,
სამხრეთის მწველი მზე კიჩოზე აენთოს.
გეტყოდი - "მოიცვი რამე, არ შეგცივდეს"
მაგრამ არ არსებობ, ძვირფასო, საერთოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები