ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2017


მე რად დავიდარდო?..

იცოდით? - ფიქრებიც ხანდახან ხუნდება...
თურმე ოცნებებსაც ცოდნიათ გადაღლა,
მე რა მენაღვლება "აპრილი ბრუნდება",
იმან დაიდარდოს "მარტს", ვინც ვერ გადარჩა.
მე რა მენაღვლება მოვიდეს ზამთარი,
ჩემი გაზაფხული მხრებზე მაქვს მოსხმული,
ეს იმან იწუხოს, ვინც ვერ იფერადა,
სინათლე ვერ ნახა სინაზით მორთული.
ვინც ბრიყვად მოიქცა, ვერ იცნო "ვიზები",
ვერ იგრძნო "სიმთვრალე"  სიცრუის ნოტებზე, იმან დაინანოს, ვინც ვერ შეისწავლა
ცხოვრების მორგება სუფთა სონეტებზე.
ეტკინოს სიყალბე, მე რად დავიდარდებ,
უკვე გზას მიქარგავს  სამყარო "პრანჭია,"
ეს იმან ინაღვლოს, ვინც ღიმილს მოირგებს,
თორემ მე სილაღის ლაბადა  მასხია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები