ნაწარმოებები



ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
13 ივლისი, 2017


41

იორკშირის საგრაფოში საღამოს, როცა მამაო ჰენრი ტაძარს კეტავდა და სიგნალიზაციის პანელზე  კოდი შეყავდა, ვიღაცის ხშირი სუნთქვა და ფეხის ხმა  შემოესმა...სასწრაფოდ პირჯვარი გადაიწერა, ჯერ ელექტროშოკი მოსინჯა ანაფორის ქვეშ, მერე ბრაუნინგი,  და იმედიანად, ხმამაღლა გასძახა:
---ვინ ხარ შვილო ჩემო! ..უფლის სახლში ასე გვიან რომ მოხვედი.....
---ეს მე ვარ, ლორდი დეივი,მამაო...დახმარება მჭირდება..
ჰენრიმ ხმადაბლა შეიგინა, ელექტროშოკი დამცველზე დააყენა და ნერვიულად გახსნა ტაძრის კარი...კარი მძიმე იყო და ჭრიალით გაიღო ძლივს....(ჰენრი წუწურაქი იყო , ზეთი ენანებოდა) ამასობაში მოირბინა კიდეც გაოფლიანებულმა და სახეშეშლილმა დეივმა...ცალ ფეხზე ბოტასი არ ეცვა..რამაც უფრო გააკვირვა და გააღიზიანა მამაო ჰენრი...მაგრამ პირჯვარი კიდევ ერთხელ გადიწერა და ამაყად შეუძღვა ჩაბნელებულ ტაძარში...
...ზუსტად 4 წუთი და 18 წამი დეივი ხმას არ იღებდა....ჰენრის მობეზრდა სიჩუმე, პირველივე , რაც ხელში მოხვდა აიღო და ძირს დაანარცხა...ეს ჯვარცმა აღმოჩნდა.....ჰენრიმ ახლა უკვე ხმამაღლა შეიგინა:
--სერ დეივ! რა გეტაკათ! რა გჭირთ! ღვთისმსახურება დამთავრებულია! ..გააჯვით სახლში და ხვალ მობრძანდით!
--სერ..მამაო...--აკანკალებული ხმით წარმოთქვა უბედურმა დეივმა და ხელი სტაცა ჰენრის იდაყვზე...--უბედურება! უბედურება!  ახლა რაღა გადაგვარჩენს!....საშინელება ჩავიდინე!!!!!!

ჰენრი გაშეშდა.პირი გააღო და ვერაფერი თქვა...მერე ჩამრთველი იპოვნა ამასობაში და ტაძარში სინათლე აანთო.
---ბრაახ!
დეივს ისეთი სახე ქონდა რომ ჰენრი შეშინდა, წაიფორხილა და დაეცა....მერე ხელები აიფარა სახეზე
--სერ დეივ....თქვენი შვილის ნათლია მაინც არ ვიყო....მალე თქვით რა ხდება! სახლში უნდა წავიდე! ..რა გჭირთ????..ტოტალიზატორში წააგეთ თქვენი ცოლის ქონება????...მამაკაცი გაჟიმეთ?...ან იქნებ....თქვენ ....ღმერთო ჩემო!!!...ლიფტში გაიჭედეთ და მასტურბირებდით????....რა მოხდა, რაააა?????
მაგრამ დეივმა არ უპასუხა... მივიდა ხატებთან..დაიჩოქა..მერე სლუკუნი დაიწყო
---აბა! აბა ეხლა დაწყნარდი დეივ...უფალი მოწყალეა.....რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერს გაპატებს..შენ მხოლოდ აღიარე.....სიგარა გინდა?
--არაა..--ამოილუღლუღა დეივმა და უფრო უმატა სლუკუნს..
---რა მოხდა  ასეთი! ღვთის სახელით გპატიობ დეივ! მითხარი!--მერე სათადარიგო ჯვარცმა ამოაძვრინა და გაიტრუნა...
--41...
რაააა???
---41 შემოვხაზე..---ამოიღმუვლა დეივმა და თავი დასცხო მეთლახს...
რააააოოოო????.....

.............................

ჰენრი, იორკშირის საგრაფოს მთავარი პასტორი, პოლიციამ აიყვანა საკუთარი სახლის სარდაფში.ის კანკალებდა და რაღაცას ყვიროდა, მგონი "შენი დედაც, შე არაკაცო! ..........სატანის მსახურო! წყეულიმც იყოს შემოხაზული ციფრი შენი!!!!!!!!
სისხლიან ჯვარცმაზე მისი თითების ანაბეჭდი დაფიქსირდა, ასევე დაფიქსირდა სერ დეივიდ სიკვდილის მიზეზი, ბლაგვი საგნით თავში მიყენებული ჭრილობა........

ს.ნ.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები