ნაწარმოებები



ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2017


სილამაზენაზავი

გუშინ სამყაროს ყვავილებს ლამაზი სევდა სდევდა,
მომავალს სხივი მოსტაცა დაბადებამდე, ბედმა.

ჩამოიხსნა და აისხა ოცნებამ მრგვალი ლოდი,
გული როდემდე დაიტევს, როდემდე, გული, ლოდინს.

ვიხილე ხალხის ბუნების ღია თუ მკვეთრი ხედი,
- ყველა...და ერთი განგება უფრო მესამკუთხედა.

ვცან, ნატვრის ხეთა ჰორიზონტს ცა განა მარტო ება,
- სცვიოდა; მე კი დამეცა ნაზი განმარტოება.

დროა, სულის გზამ სხეულზე კლდის ბილიკები აწყოს,
ამოიკვეთოს კიბე და მე ავირბინო აწმყო...

- მომავალს სხივი მოსტაცა დაბადებამდე, ბედმა,
უწინ, სამყაროს ყვავილებს, ლამაზი სევდა სდევდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს