ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2017


განწყობა №

ცა ნისკარტებით ეჭირათ ჩიტებს,
მზეს კი ეკეთა რუხი პირბადე.
დღეს მთელი დღეა ნაცრისფერს ვითმენ,
ჩემი განწყობაც სევდას მივანდე...
საჩემოდ ფიქრი არ სურდათ ფიქრებს,
მე ფიქრის სახლში ყოფნა მინდოდა...
იწვნენ ფოთლები რაფაზე პირქვე,
ძარღვებით გრძნობდნენ უამინდობას...
დაუკრა წვიმამ ნაცნობი რიტმი,
სევდა მსმენელად იჯდა სარკმელთან
და არ უნდოდა გაღება სიტყვის,
ჩემი განწყობის გამოსარკვევად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები