ნაწარმოებები



ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2017


ჩემი ეშმაკითურთ

ბოლო იმედები ვფხოჭნე გამწარებით,
როგორ გამიჭირდა სუნთქვა,რა იციან...
ღმერთო, შენ თუ გესმის ჩემი ვედრებანი?
მაშინ გამარკვიე, სევდა თუ მითია
დღეს რომ შხამგარეულ ბადაგს ვეძალები.
გული გაწვრილდა და სისხლიც ვეღარ მიდუღს.
მორთულ-მოკაზმული ცისფერ კესანებით
სიზმრად დავწანწალებ ჩემი ეშმაკითურთ.
თვალის ცრემლმდინარე კუთხის ანატეხთან,
მლაშე და ნოტიო გახდა ბედისწერა.
ღამე ჩამოშლილი თეთრი დალალებით,
სიზმრებს საუკუნო ტრფობას ეფიცება.
ღამე ღამეა და ფიციც იქეთ იყოს,
დავრჩი შემოდგომის ყვითელ ფოთლებივით.
მოდი, სისხლისფერი ღვინით ვიქეიფოთ,
სასმისს მე შევავსებ. ვითმკერდმოღეღილი
ზეცა უღრუბლებო ავდრებს ჯარებივით,
რაზმავს სააქაო ჩრდილად - სანატრელი.
სევდა მჭიდებივით მწყობრად დატენილი
სასხლეტმოზიდული, ტკაც! და არაფერი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები