ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2017


ვვედრებ და ვმადლობ...

უფალთან საუბრად მე სიტყვებს არ ვარჩევ,
რად უნდა მოკაზმვა სითბოს ან სატკივარს?
ფერად სულს უბრალოდ მადლობას დავამჩნევ,
ცრემლით გამოვითხოვ შენდობას ნატკივარს.
ლოცვებს გავუყვები თვალით და მხარდამხარ,
სიმძიმით ავიტან ზეცაში ცოდვის სუნს,
სუნთქვას შევავედრებ, სხეულსაც ხანდახან,
ვიდრე აქ ვიქნები "ჩაცმაც" სურს "დასვრილ"  სულს.
ღიმილით გავკვალავ შორი გზის სირთულეს,
სიკეთეს "სულელთან" თანაბრად გავიყოფ,
ღრუბლისგან ვითხოვებ მზის გვიან სისრულეს
სწორი ზღვის ტალღები სუფთად რომ დავიპყრო.
და მერე ყველა ბიჯს ავკინძავ, დავარჩევ,
ცხოვრებას სასჯელად სიფრთხილით გავიტან,
უფალთან საუბრად ტექტს კი არ შევარჩევ,
უბრალოდ ვედრებით სულის ცას დავიცავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები